11 июня 2019 г.

ზურაბ ბართაიას კვლევა: "კვლევითი, კვლევითი-ექსპერიმენტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე გათვალისწინებული ინოვაციური გაკვეთილების გავლენა მათი მოტივაციის ამაღლებისათვის"

ქვაბღის საჯარო სკოლაში 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში ფიზიკის წამყვანმა მასწავლებელმა, მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ბართაიამ განახორციელა ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა სახელწოდებით : "კვლევითი, კვლევითი-ექსპერიმენტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე გათვალისწინებული ინოვაციური გაკვეთილების გავლენა მათი მოტივაციის ამაღლებისათვის." კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, ტექტის ქვეშ.

7 мая 2017 г.

"სასწავლო პროექტი ,,მაღალმთიანი აჭარა, სოფელ ტუნაძეების ტრადიციები და თანამედროვეობა“ - ქეთევან გუმბერიძე

   


 სასწავლო პროექტი  არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც,როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და პიროვნებების ჩართვას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე,თუ საკვლევად რა თემა გვაქვს აღებული.

     სასწავლო პროექტი წარმოაჩენს მასწავლებლის აღმზრდელობით და პროფესიულ კომპეტენციებს და ,რაც მთავარია, პროექტით სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მოახდინონ სხვა საგნების სწავლებით მიღებული ცოდნის ტრანსფერი.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას. მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით

6 мая 2017 г.

"ზღვის გაღმა და მთის გადაღმა" - გოჩა გორგოძე

 სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილი

ხულოს   მუნიციპალიტეტის  შერიფ  ხიმშიაშვილის სახელობის 
მთისუბნის  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის 
 მასწავლებელი  გოჩა  გორგოძე

პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

"მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება სასწავლო პროცესში" - თინანო სანიკიძე

ცხოვრებისეულმა მოვლენებმა განაპირობა საგანმანათლებლო სივრცეში ახალი სამეცნიერო-პრაქტიკული დარგის, მედიაგანათლების ჩამოყალიბება, რომელიც განასახიერებს და განავითარებს თანამედროვე პედაგოგიკას და ხაზს უსვამს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების, მრავალმხრივ უნარებს, ანალიზსა და მენეჯმენტს და არა მხოლოდ ინფორმაციის უბრალო დაგროვებას.
       სწავლისა და სწავლებისათვის დღეს  ახალი მიდგომები და მასთან დაკავშირებული დიდი ცვლილებები არსებობს. ამ კონცეფციების ცოდნა კი მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა განათლების  რეფორმის  წარმატებით  განხორციელებისათვის. ამ  მიზნის მისაღწევად კი საჭიროა  შესატყვისი  ეფექტიანი  სწავლების 

"ადაპტირებული გაკვეთილი" - თინიკო ბერიძე

საბუნებისმეტყველო საგნების მიზანია:
 აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს  და  განუვითაროს  კვლევითი  უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალება მისცემს შეიმეცნოს  და  გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის  სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს  პასუხისმგებლობა საკუთარი  თავის, საზოგადოების  და  გარემოს  მიმართ”.
        ნებისმიერი საგნის ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვის დროს მიზნებში და ამოცანებში განსაზღვრულია, რას უნდა მიაღწიოს მოსწავლემ. არ  არსებობს სკოლაში ორი  მოსწავლ, რომელიც ზუსტად ერთნაირი წარმატებით აითვისებს თუნდაც ერთ უნარ-ჩვევას. მასწავლებლის  ამოცანა, როცა ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე