სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, სასურველია, აქტიურად გამოვიყენოთ სწავლების ინტერაქტიული მეთოდები. ჩვენი მიზანია სწავლებისა და
სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც ხელს
უწყობენ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. ჩვენს სასკოლო–საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად ინერგება პროექტის მეთოდით სწავლების პრაქტიკა. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები კვლევა–ძიების გზით
იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, კერძოდ, ისინი მუშაობენ ვიდეო/აუდიო მასალაზე, წერილობით წყაროებზე, მინიპრეზენტაციების მომზადება/წარდგენაზე. შეძენილ ცოდნასა და
უნარ–ჩვევებს მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკაში. პროექტზე მუშაობა ხელს
უწყობს მოსწავლეებს ინგლისური ენის
გაღრმავებაში,
აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარის განვითარებაში. ასევე, პრეზენტაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლაპარაკისა და
მოსმენის უნარებს, ხოლო
პროექტ–გაკვეთილის მასალის მომზადება უზრუნველყოფს
კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობის და
კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განვითარებას.
პროექტ–გაკვეთილი საშუალებას გვაძლევს გაკვეთილის ფარგლებში შევთავაზოთ მოსწავლეებს ინტერაქციაზე ორიენტირებული სასწავლო საქმიანობა. ამ
დროს გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ინტერესები,მოთხოვნები,მათი
ასაკობრივი მზაობა და
შესაბამისი რესურსის გამოყენება. ამ
მეთოდს აქვს ყველა ის
მახასიათებელი რაც უნდა
ჰქონდეს ნებისმიერ პროექტს: გამოკვეთილი მიზანი, დროში გაწერილი აქტივობები და
ეტაპები,
შედეგები,
პროექტში ჩართულ პირებს შორის პასუხისმგებლობა და
სხვ. ამიტომ პროექტ–გაკვეთილის ორგანიზებისას უნდა
განისაზღვროს
:
Ø
პრობლემა (აქტუალობა)
Ø
მკაფიო და
მიღწევადი მიზანი
Ø
კონკრეტული ამოცანები
Ø
მოსალოდნელი შედეგები
Ø
რესურსები
Ø
მონიტორინგი
Ø
შეფასება კრიტერიუმების მითითებებით,რომლებიც პროექტის წარმატებას განსაზღვრავენ
პროექტ–გაკვეთილის ფორმატში, სასწავლო პროცესში სამუშაოს ორგანიზებისთვის შევარჩიეთ მოსწავლე/მასწავლებლის ინდივიდუალური და
ჯგუფური მუშაობის ფორმები და
შესაბამისი ინტერაქტიული მეთოდები:
ü
გონებრივი იერიში
ü
მუშაობა ვიდეო/აუდიო მასალაზე
ü
წერილობით წყაროებზე მუშაობა
ü
კეთებით სწავლება
ü
მინიპრეზენტაციებიის მომზადება/წარდგენა
პროექტის იდეა
ინიცირებული იქნა ჩემ მიერ;
მოწავლეებს არ ჰქონდათ სათანადოდ განვითარებული პროექტის დამოუკიდებლად დაგეგმვა/ორგანიზების უნარ–ჩვევები; მოსწავლეებს დავეხმარე პროექტის საკითხის შერჩევაში(რელევანტურობა შესასწავლ საკითხებთან მისი
ენობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით); მოსწავლეებმა თავად მოიძიეს მასალა; მუშაობის პროცესში გამოიკვეთა პრობლემები: 1.მასალის სირთულე; 2. ზოგადი და
სპეციფიკური უნარ–ჩვევების აუცილებლობა. განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და
მისაღწევი შედეგი.
მიზანი:
·
რთული თემატური საკითხების ადაპტირება და
მოსწავლეთა შესაძლებლობებზე მორგება
·
საგანთშორისი კავშირების დამყარება
შედეგი:
·
სპეციფიკური უნარ–ჩვევების განვითარება
·
დისციპლინათშორისი ცოდნისა და
გამოცდილების გამთლიანება
პროექტი „ტურისტული ტრიპლეტი“
პროექტის მთავარი იდეა
|
ინგლისური ენის განმტკიცება
|
პროექტის აქტუალობა
|
პრეზენტაციის უნარის განვითარება; მშობლიური კუთხის უკეთ შეცნობა
|
მოსწავლეთა ასაკი
|
15–16
|
ვადები
|
7 სასწავლო დღე
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიება/დამუშავების,თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარი.გააცნობიერებენ გუნდური მუშაობის უპირატესობას,გაიღრმავებენ ცოდნას და შეძლებენ ბუკლეტის შედგენას ინგლისურ ენაზე.
|
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
|
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ფურცლები
|
პროექტის მსვლელობა
|
ფილმის ჩვენება,დამატებითი მასალის მოძიება ინტერნეტიდან და წერილობითი წყაროებიდან,ჯგუფური მუშაობები,ტურისტული ბუკლეტის შექმნა მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით და წარდგენა კლასში პრეზენტაციის სახით.
|
სამუშაო ენა
|
ინგლისური
|
მოსწავლეები სწავლის პროცესში იყენებენ ისტორიის,ქართული ლიტერატურის,გეოგრაფიის და ხელოვნების საგნებში მიღებულ ცოდნას.განამტკიცებენ ცოდნას ინგლისურ ენაში,აითვისებენ ახალ ლექსიკურ მარაგს.
|
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო მამადაშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
Ni.dentstal@gmail.com
|
პროექტ–გაკვეთილის გეგმა
კლასი:
მე–10
მასწავლებელი:
ნინო მამადაშვილი
ჩატარების დღე: 11.05.2016
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
კლასის დახასიათება: 4 მოსწავლე, 3–წარმატებული, 1– სუსტი;
გაკვეთილის თემა: “Weird places” ( იდუმალი ადგილები )
სასწავლო მიზანი: დამატებითი ინფორმაციის შეგროვება,წაკითხვა–გაანალიზება და
პრეზენტაციის მომზადება,ახალი ლექსიკის ათვისება.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,დამუშავების და
პრეზენტაციის მომზადების,ჯგუფური მუშაობის და
თანამშრომლობის უნარები.მოსწავლეები სწავლის პროცესში იყენებენ ასევე ისტორიის,ქართული ლიტერატურის,გეოგრაფიის საგნებში მიღებულ ცოდნას,განამტკიცებენ ცოდნას ინგლისურ ენაში.
გაკვეთილის მსვლელობა
v
მასწავლებელი აკეთებს შესავალს,რომ
ეს არ არის
ჩვეულებრივი გაკვეთილი,არამედ პროექტ–გაკვეთილი და
მოკლედ მიმოიხილავს მის
მნიშვნელობას თუ რა
მიზანს ემსახურება. (3–5 წთ)
v
შეკითხვების დასმა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტის გარშემო.(5წთ)
v
აუდიო მასალის ჩვენება,თემებისა და
ტრიპლეტის პრეზენტაცია (20წთ)
v
დისკუსია (კითხვა–პასუხის სესია).(10 წთ)
v
გაკვეთილის შეჯამება –შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით (5წთ)
რეფლექსია
პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სტანდარტული საგაკვეთილო პროცესი არ
განხორციელებულა.ზოგადად,პროექტ–გაკვეთილის იდეა
წამოვიდა საგაკვეთილო თემიდან „Weird places” (იდუმალი ადგილები). სოფლის მახლობლად მდებარეობს ღირსშესანიშნავი ადგილი „ხვამლის მთა“,რომელსაც ბევრი ლეგენდა თუ
მითი უკავშირდება.
გადავწყვიტე, რომ პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს არ
ჰქონდათ განვითარებული აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარი; აგრეთვე მათ
ახასიათებთ ინდივიდუალური წახალისებისაკენ მიდრეკილება,შესაბამისად უჭირთ გუნდთან წარმატების გაყოფა0 და
თვითკრიტიკაც.ყველა ეს
ასაკობრივი,თუ ინდივიდუალური პრობლემა აფერხებს თანამშრომლობას და
პრეზენტაციების უნარის განვითარებას. ასევე ჩემი
სურვილი იყო მათ
უკეთ გაეცნოთ მშობლიური კუთხე და
ამასთანავე აქედანვე დაეწყოთ ფიქრი საქართველოში ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივებზე,რაც
საგნებთან და ესგ–თან კავშირშია. ასევე დაინტერესებულიყვნენ მშობლიური კუთხის ღირსშესანიშნაობების გაცნობით ტურისტებისთვის,რისთვისაც შეიქმნა ტურისტული ტრიპლეტი.მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მომზადებული საპრეზენტაციო მასალა.გაკვეთილის სამოქმედო გეგმა არ
შეცვლილა.საინტერესო იყო
თვითშეფასების სქემა,რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა შეაფასეს საკუთარი წვლილი საპრეზენტაციო მუშაობაში.ვფიქრობ მაღალი მოტივაციის გამო,მაღალი იყო
მათი თვითშეფასება.
დ ა
ს კ ვ
ნ ა
საგანმანათლებლო პროექტების გამოყენება, კარგი საშუალებაა მოსწავლეთა უნარებისა და
მიდრეკილებების წარმოსაჩენად და
განსავითარებლად,რადგან ეს
მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს მიღებული ცოდნისა და
გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ–ჩვევებს,რაც
მოსწავლეების ჩართულობის ზრდასა და
სწავლისადმი ინტერესების გაღრმავებაში აისახება.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს
უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას და
ზრდის მათ პასუხისმგებლობას.ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს და
იძენენ ახალ ცოდნას:
v
სწავლობენ დროის მართვას
v
ინფორმაციის მოპოვება/ორგანიზებას
v
თვალსაჩინოების გამოყენება/შექმნას
v
ანგარიშის მომზადებას და
შეფასებას
v
თანამშრომლობის უნარ–ჩვევებს
v
თვითშეფასებას
საბოლოოდ ვიტყვი,რომ
პროექტით სწავლება აქტიური და
მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა,რაც
ზრდის როგორც მოსწავლის,ასევე მასწავლებლის მოტივაციას და
მისი ძირითადი მიღწევა ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხია. ამიტომაც არის
ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიზანი ამ
მეთოდის დანერგვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით;სწავლება–სწავლის ინტერაქტიული მეთოდები
- მასწავლებლის სტანდარტი–უცხო ენის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.
- .მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.
ნინო მამადაშვილი
ხულო, მთისუბნის საჯარო სკოლა
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"
ა
Комментариев нет:
Отправить комментарий