საბუნებისმეტყველო
საგნების მიზანია:
”აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევითი უნარ-ჩვევები,
რაც მას საშუალებას მისცემს შეიმეცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ”.
ნებისმიერი
საგნის ეროვნული სასწავლო
გეგმის განხილვის დროს
მიზნებში და ამოცანებში
განსაზღვრულია, რას უნდა მიაღწიოს
მოსწავლემ. არ არსებობს სკოლაში ორი მოსწავლე,
რომელიც ზუსტად ერთნაირი წარმატებით აითვისებს თუნდაც ერთ უნარ-ჩვევას. მასწავლებლის ამოცანა, როცა ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლისთვის
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების ადაპტირებას აკეთებს, არის განსაზღვროს, რა წარმატებით შეუძლია მოსწავლე საითვისოს უნარები, რომელსაც მისი კლასელები ითვისებენ და დაგეგმოს მისთვის ის აქტივობები და დავალებები, რომელსაც მოსწავლე თავს გაართმევს და რომელიც დაეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში.
განვიხილავ ჩემ
მიერ დაგეგმილ და
ჩატარებულ ადაპტირებულ
გაკვეთილს:
მეხუთე
კლასში ირიცხება ხუთი,
აქედან ერთი სსმ მოსწავლეა.მოსწავლეები
არიან მოტივირებულები, საკლასო
და სასკოლო აქტივობებში
ხალისით ერთვებიან. უყვართ
თამაშით სწავლება, ამიტომ
ამ გაკვეთილისათვის დავგეგმე
სახალისო აქტივობები. მოამზადეს ასევე
პრეზენტაციები.
მიზანი:
·
მოსწავლემ შეძლოს ყვავილოვანი მცენარეების სხვა
მცენარეებისაგან განსხვავება;
·
მცენარის ორგანოების აგებულებისა და
ფუნქციების განსაზღვრა;
·
ყვავილის ძირითადი ნაწილების ფუნქციებთან დაკავშირება;
მიზანი სსმ
მოსწავლისათვის:
·
მოსწავლემ შეძლოს ყვავილოვანი მცენარეების ერთმანეთთან განსხვავება (ხე,
ბუჩქი,
ბალახი).
·
მცენარისა და
ყვავილის ნაწილების ჩამოთვლა
ასევე გავწერე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორიაქტივობები:
აქტივობა 1 (2წთ).
კლასის ორგანიზება თემისა და
მიზნის გაცნობა.
აქტივობა 2 (8წთ).
გონებრივი იერიში
1.რამდენი
სახის ყვავილოვანი მცენარეები
იცით?
2.როგორი
აგებულება აქვს მცენარეს?
3.როგორი
აგებულება აქვს ხეს?
4. რით განსხვავდება
ხემცენარე ბუჩქისაგან?
5.რამდენი
სახის ფესვი არსებობს?
6.ჩამოთვალეთ
მცენარეები რომელსაც ფუნჯა
ფესვები აქვთ, მთავარღეძა?
7.რა ფუნნქცია
აქვთ ფესვებს?
8.ფესვის
რომელი ნაწილით ხდება
წყლის და მინერალური
მარილების შეწოვა?
9.რა ფუნქცია
აქვს ღეროს?
10.რამდენი
სახის ღერო არსებობს?
11. რა ფუნქცია
აქვს ფოთოლს?
12.როგორ
ხდება მცენარეებში სუნთქვა?
კითხვები სსმ მოსწავლისათვის:
1. მცენარე
რომელი ნაწილებისაგან შედგება?
2.რისგან
შედგება ყვავილი?
აქტივობა 3(5წთ)
სავარჯიშოები ყვავილოვანი მცენარეების
მრავალფეროვნებასა და აგებულების
შესახებ
სავარჯიშო სსმ მოსწავლისათვის
აქტივობა 4(6წთ)
მიკროსკოპთან მუშაობა (ფესვის
და ფოთოლის დათვალიერება)
ჩანახატის გაკეთება;
დავალება სსმ მოსწავლისთვის
ფოთოლების გაფერადება
აქტივობა5 (8წთ)
ჯგუფური მუშაობა
1ჯგუფი
ფოტოსინთეზის მიმდინარეობის წარდგენა
2 ჯგუფი
მცენარის სუნთქვის წარდგენა
სსმ მოსწავლე იქნება
მეორე ჯგუფში და
აღწერს თუ რას ჩაისუნთქავს
მცენარე და რას გამოყოფს;
აქტივობა 6 (3წთ)
მასწავლებლის პრეზენტაცია ფოტოსინეზის
შესახებ
აქტივობა7 (4წთ)
წინასწარ ერთი
კვირა ყვავილის ქოთანი
იმყოფებოდა სიბნელეში, ბოლო
ორი დღე სინათლეზეა,
რომელსაც მიმაგრებული აქვს
ფოთლებზე გეომეტრიული ფიგურები.
მოსწავლეებმა კითხვების საშულებით
უნდა აღსნან მდგომარეობა
რომელიც ფოთლებს აქვთ
ფიგურების ქვეშ.
სსმ მოსწავლე დაჭრილი
ნაწილებიდან აწყობს ყვავილს
აქტივობა8(2წთ)
ლაბორატორიული სამუშაო მცენარის
ღეროს გამტარიანობის შესახებ
აქტივობა 9(3წთ)
ყვავილოვანი მცენარეების შესახებ
მოძიებული მასალის პრეზენტაცია
სსმ მოსწავლეს აქვს
წარსადგენი მოკლე ცნობები
აქტივობა 10( 2წთ)
ნაყოფების დახარისხება
სსმ მოსწავლე ჩამოთვლის
მშრალ და წვნიან
ნაყოფებს
აქტივობა11 (2წთ)
შეფასება
გეგმაში მივუთითე რესურსები
და მოსალოდნელი შედეგებიც.
ვინაიდან მოსწავლეები არ
არიან შეჩვეული გარეშე
პირების დასწრებას მათზე
იმოქმედა დამსწრე საზოგადოებამ,
თავიდან შეიმჩნეოდა დაბნეულობა,
თუმცა შემდეგ სახალისო აქტივობების
გამოყენებით გათამამდნენ დაგაკვეთილი
წარიმართა გეგმით გათვალისწინებულ
რეჟიმში.
თინიკო ბერიძე
შუახევის მუნიც. სოფ. სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"
Комментариев нет:
Отправить комментарий