7 мая 2017 г.

"სასწავლო პროექტი ,,მაღალმთიანი აჭარა, სოფელ ტუნაძეების ტრადიციები და თანამედროვეობა“ - ქეთევან გუმბერიძე

   


 სასწავლო პროექტი  არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც,როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და პიროვნებების ჩართვას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე,თუ საკვლევად რა თემა გვაქვს აღებული.

     სასწავლო პროექტი წარმოაჩენს მასწავლებლის აღმზრდელობით და პროფესიულ კომპეტენციებს და ,რაც მთავარია, პროექტით სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მოახდინონ სხვა საგნების სწავლებით მიღებული ცოდნის ტრანსფერი.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას. მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით
დანახვაში. მოსწავლე უნდა იყვეს წამმართველი და არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელი.
     თავს არ შეგაწყენთ პროექტით სწავლების აქტუალობაზე საუბრით, მინდა გაგიზიაროთ 2015-2016 სასწავლო წელს მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტებიდან, ერთერთზე მუშაობის გამოცდილება, პროექტის თემა იყო ,,მაღალმთიანი აჭარა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების ტრადიციები და თანამედროვეობა“.
     პროექტის ინიციატორი იყო IX კლასის მოსწავლე რამაზ ხარაბაძე,რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა იმ შენობის სხვენზე, რომელშიც (ახალი სკოლის მშენებლობის გამო) ჩვენი სკოლაა შეხიზნული. სხვენზე მოსწავლემ აღმოაჩინა ძველი საოჯახო ნივთებიდა შრომის იარაღები, რომლის დანიშნულებაზეც მას წარმოდგენაც  არ ჰქონდა. შეკითხვებით მომმართა. ფოტოებიც ვნახე და გადავწყვიტეთ, აღნიშნული თემა გაგვევრცო და პროექტი მოგვემზადებინა. შევადგინეთ პროექტზე მუშაობის გრძელვადიანი სამუშაო გეგმა და დავიწყეთ მუშაობა მისი განხორციელებისათვის.
პროექტის სახელწოდება,,მაღალმთიანი აჭარა, სოფელ ტუნაძეების ტრადიციები და  თანამედროვეობა“.   
პროექტის მოკლე აღწერა: . სოფლის სახელის ეტიმოლოგიისათვის, . მომთაბარეობა, . დაქორწინებისა და აკვნის მიტანის ტრადიციები. .სოფლის მეურნეობა და ხელოსნობა.
პროექტის სრული აღწერა: გამოიკვლევენ სოფლის სახელთან დაკავშირებულ ისტორიას,მოიძევენ და შეისწავლიან მოსახლეობაში არსებულ უძველეს საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთებს, მოახდენენ შედარებას თანამედროვეობასთან. სოფლის ტრადიციების შესახებ ინტერვიუს აიღებენ უხუცესებისაგან.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი         სამუშაო  ენა: ქართული      ხანგრძლივობა: 6 თვე
პროექტის მიზნები: განუვითარდებათ კვლევის, ძიების, დამოუკიდებელი მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის უნარი. მიეცემათ მასალის მოძიებისა და მიზნობრივად გამოყენების საშუალება. დაეუფლებიან ინტერვიუს აღებასა და გამოყენებას,მოახერხებენ საპრეზენტაციო მასალის მომზადებას ისტ-ის გამოყენებით.
საგნებთან კავშირი:  გეოგრაფია, ხელოვნება, ისტი.
რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,კომპიუტერი,პროექტორი,აუდიო ჩამწერი
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები ახორციელებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო სამუშაოებსშედეგი მიღწეულია თუ: მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას,დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ ნაწილს .
 მოსწავლე იცნობს და იყენებს მულტი მედიის საშუალებებს: დამოუკიდებლად ქმნის საპრეზენტაციო მასალას, თანამშრომლობს თემთან, ჩაიწერს და აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას. აკეთებს დასკვნას: გავუფრთხილდეთ და დავიცვათ  ჩვენი სოფლის ტრადიციები და მიზანმიმართულად  შევუხამოთ  თანამედროვეობას.


     ამრიგად, სასწავლო პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა შეძლეს მიღებული ცოდნის გამოყენება. მოიპოვეს ინფორმაცია, დამოუკიდებლად დაახარისხეს, დაალაგეს,  საპრეზენტაციოდ გაამზადეს, ერთი სიტყვით, პროექტი წარმატებით დაასრულეს და შესაბამისი შეფასებაც დაიმსახურეს ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში გამართულ მოსწავლეთა კონფერენციაზე.
პროექტის ხელმძღვანელიქეთევან გუმბერიძე
ხელმძღვანელის ელფოსტა: qetigumberidse@gmail.com

                                         


ქეთევან გუმბერიძე
ხულოს მუნიც. სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

Комментариев нет:

Отправить комментарий