3 апреля 2016 г.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია"- დავით ჩივაძე

 სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს, ზოგიერთი მათგანი დღემდე პოულობს მხარდაჭერას, მაგალითად თეოლოგიური, პატრიარქალური, ფსიქოლოგიური, ძალმომრეობისა და სხვა. ერთ-ერთ გავრცელებულ მიდგომას წარმოადგენს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია. ამ თეორიის მიხედვით , მას შემდეგ,რაც ადამიანებმა თავი დააღწიეს „ბუნებრივ“ მდგომარეობას, - გაერთიანდნენ სახელმწიფოში, ნებაყოფლობითა და ურთიერთთანხმობით დადებული „ხელშეკრულების“ საფუძველზე; მათ საკუთარი ნებით გაასხვისეს თავისუფლების ნაწილი, რათა დაცული ყოფილყო მათი სიცოცხლის უსაფრთხოება და საკუთრების უფლება.