მოგეხსენებათ, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ
თვითშეფასების კითხვარის შევსებას. ეს
პროცესი ბევრი ჩვენგანისთვის არაა
უბრალო აქტივობა,
რომელსაც სქემის ფარგლებში ვახორციელებთ. მე
პირადად ბევრ პუნქტზე დავფიქრდი, გამიჩნდა კითხვები.
ერთ-ერთი
ასეთი საკითხი გახლავთ სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარებების განმავითარებელი სტრატეგიების გამოყენება.
გადავწყვიტე ჩავღრმავებოდი ამ
საკითხს.
უპირველესად გავეცანი პედაგოგიურ ლიტერატურას,
გავიხსენე ბლუმის ტაქსონომია.
სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ტაქსონომიის მიხედვით, კოგნიტური ექვსი დონიდან ზოგადად გაკვეთილზე ვაღწევ მხოლოდ ორ-სამ დონეს: ცოდნა (ფაქტების, ცნებების, განმარტებების, წესის, შინაარსის გახსენებას), გაგება (აზრის გაგება, საკუთარი სიტყვებით ფაქტის გადმოცემა, მსჯელობა, მცნებების ან კონცეფციების ახსნა და ინტერპრეტაცია, სამოქმედო გზის ან პრობლემის გზის დანახვა), გამოყენება (თეორიის პრაქტიკაში და რეალურ სიტუაციაში გამოყენება, თეორიის პრაქტიკაში გატარებით, ამოცანის გადაწყვეტით, მოქმედების განხორციელებით).მოგეხსენებათ, როგორ არის გადატვირთული ეროვნული საწავლო გეგმები და, შესაბამისად, სახელმძღვენელოები, ამ მხრივ საზოგადოებრივი მეცნიერებები გამონაკლისს სულაც არ წარმოადგენს, პირიქით, მოსწავლეებს ძალიან უჭირთ იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც თითოეული თემის ირგვლივ არის მოცემული. მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების საფუძველს ხომ ცოდნა და გაგება წარმოადგენს. არის შემთხვევა, როცა მოსწავლეები ვერ ახერხებენ ინფორმაციის გააზრებას. ასეთ თემებს მოჰყვება არანაკლებ ვრცელი დ ამნიშვნელოვანი თემები, რაც არ გვაძლევს საშუალებას, დამატებით დავუთმო საათები.
სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ტაქსონომიის მიხედვით, კოგნიტური ექვსი დონიდან ზოგადად გაკვეთილზე ვაღწევ მხოლოდ ორ-სამ დონეს: ცოდნა (ფაქტების, ცნებების, განმარტებების, წესის, შინაარსის გახსენებას), გაგება (აზრის გაგება, საკუთარი სიტყვებით ფაქტის გადმოცემა, მსჯელობა, მცნებების ან კონცეფციების ახსნა და ინტერპრეტაცია, სამოქმედო გზის ან პრობლემის გზის დანახვა), გამოყენება (თეორიის პრაქტიკაში და რეალურ სიტუაციაში გამოყენება, თეორიის პრაქტიკაში გატარებით, ამოცანის გადაწყვეტით, მოქმედების განხორციელებით).მოგეხსენებათ, როგორ არის გადატვირთული ეროვნული საწავლო გეგმები და, შესაბამისად, სახელმძღვენელოები, ამ მხრივ საზოგადოებრივი მეცნიერებები გამონაკლისს სულაც არ წარმოადგენს, პირიქით, მოსწავლეებს ძალიან უჭირთ იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც თითოეული თემის ირგვლივ არის მოცემული. მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების საფუძველს ხომ ცოდნა და გაგება წარმოადგენს. არის შემთხვევა, როცა მოსწავლეები ვერ ახერხებენ ინფორმაციის გააზრებას. ასეთ თემებს მოჰყვება არანაკლებ ვრცელი დ ამნიშვნელოვანი თემები, რაც არ გვაძლევს საშუალებას, დამატებით დავუთმო საათები.
ტრადიციულად ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლეები თვლიან საკმარისად კონკრეტული ამბების ,,ცოდნას“,რა, როდის და
სად მოხდა. ისტორიის ახლებური სწავლების ძირითად მიზნად მიმაჩნია მოსწავლეთა სააზროვნო პროცესებში ჩართვა. ეს
მოიცავს შემდეგ ამოცანას:
მოსწავლეთა მიერ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ ცოდნის დაგროვება,
არა მხოლოდ რა
მოხდა,
არამედ როგორ მოხდა,აქტუალური ხდება კითხვა ,,რატომ”?
ამ მიზნის მიღწევისათვის ნაცვლად ტრადიციული შეკითხვისა: ,,რა იყო
ჯვაროსნული ომის მიზეზები?“ სადაც მოსწავლეები სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციას გაიხსენებენ, შეკითხვას სხვაგვარად დავსვამ:
,,ტექსტი ხაზს
უსვამს ჯვაროსნული ომების რამდენიმე მიზეზს,
თქვენი აზრით, რომელი მათგანი არის
უფრო მნიშნვნელოვანი და
რატომ?“
ან კიდევ საქართველოს ისტორიის სწავლებისას ერთი
მოსწავლე დაიცავს უცხოურ წყაროებში მოცემულ მოსაზრებებს, მეორე კი
ქართულ წყაროებში მოცემულ ინტერპრეტაციას.
თუმცა, ვფიქრობ,რომ
მხოლოდ შეკითხვების სწორი ფორმულირება არაა
საკმარისი.
აზროვნების განვითარება დამოკიდებულია მოცემული ინფორმაციის ოდენობაზე,
ასევე როგორაა განთავსებული ინფორმაცია სასწავლო მასალაში. თუ
ომის დაწყების მიზეზებში ერთ-ერთი მათგანი უფრო მნიშვნელოვნად არის
ხაზგასმული და ეს
დასაბუთებულია,
მოსწავლეს ამ ინფორმაციის მხოლოდ დამახსოვრება დასჭირდება.
მაგრამ თუ ამ
მიზეზებიდან გამოყოფილია ერთ-ერთი და
არაა დასაბუთებული,
მაშინ მოსწავლეს დასჭირდება არგუმენტის მოფიქრება და
დასაბუთება,
ასევე კონტრარგუმენტის მოყვანა და
განხილვა.
ამისათვის სასწავლო მასალიდან საკმარისად უნდა
მოიტანოს ფაქტები. რომლითაც მოსწავლეს საშუალება მიეცემა დაასაბუთოს თავისი არგუმენტები.
აზროვნების გააქტიურების ერთ-ერთ ამოცანად მიმაჩნია, რომ
მოსწავლეებმა გაიგონ თანამედროვე მოვლენები მსგავსი და
განსხვავებული ისტორიული შემთხვევის კონტექსტში და
მოძებნოს პარალელები. ამ
მიზნით შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვა ,,დღეს
ჩვენთვის ცნობილია დაპირისპირება ჩრდილოეთ კორეასა და
ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რამდენად არის
შესაძლებელი ეს კონფლიქტი გასცდეს ორი
ქვეყნის ფარგლებს და
გადაიქცეს თანამედროვე მსოფლიოსთვის საშიშ პროცესად?“
სააზროვნო უნარების განვითარებას უზრუნველყოფს ასევე ისტორიული გამოცდილების გაზიარება ისე,
რომ მოსწავლებმა შეძლონ ისტორიული ციტატების (სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის მიმოწერები და
დღიურები მეორე მსოფლიო ომის
სწავლების დროს), ლიტერატურის და
სხვათა გაგება.
ამავე მიზნით შესაძლებელია მოსწავლეებს წავაკითხოთ მოცემული ეპოქის მხატვრული ნაწარმოებები(ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
,,ბიძია თომას ქოხი“,
მარგარეტ მიტჩელი,,ქარწაღებულნი“-აშშ-ის სამოქალაქო ომის
სწავლებისას,
ალექსანდრე დიუმა ,,სამი
მუშკეტერი“-შუა საუკუნეების ისტორიის სწავლებისას) და
ვთხოვოთ მისი გავხილვა ისტორიულ კონტექსში.
სტრატეგიები,რომლებიც ხელს
უწყობს მოსწავლის აზროვნების გააქტიურებას, უნდა
ემსახურებოდეს საკლასო ოთახში აზროვნების კულტურის შექმნას და
ასევე მის გადატანას საკლასო ოთახის მიღმა. ამგვარ გარემოში მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ თავისუფალ აზრებს, იყენებენ დახვეწილ ლექსიკონს, წარმოადგენენ იდეებს და ინტერპრეტაციებს.
ჩემი პედაგოგიური გამოცდილება საშუალებას მაძლევს განვაცხადო, რომ მოსწავლეები კარგად ებმებიან დისკუსიებში, დებატებში, სიამოვნებით ახორციელებენ სასკოლო პროექტებს, აქტიურობენ ინტეგრირებულ და
პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილებზე, რაც
ხელს უწყობს მათ მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
მეშვიდე კლასში თავი
,,ადამიანი და საზოგადოება ,“ იწყება ასეთი თემებით: ,,კასტური სისტემა ინდოეთში“, ,,ათენელი მოქალაქეები და
მონები“, ,,მონობა და
კოლონატი რომში“. მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი. სამივე თემიდან გამოვყავით საერთო პრობლემა: ,,ადამიანთა შორის ბუნებითი განსხვავება და
უთანასწორება“ .მოსწავლეებმა დაახასიათეს თითოეული ქვეყნის საზოგადოებრივი ფენები, ხაზი
გაუსვეს თითოეული ქვეყნის ფენების განსხვავების მიზეზებს, შეადარეს ამ
ქვეყნების საზოგადოებრივი ფენები, მონახეს მათ
შორის მსგავსება-განსხვავებანი, ისაუბრეს ამ
ქვეყნების თანამედროვებაზე, გამოხატეს პრობლემის გა
დაწყვეტის რამდენიმე გზა.
გარდა იმისა, რომ
მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, მათ
გაუჩნდათ სწორი დამოკიდებულება განსხვავებულების მიმართ.
თუმცა მიმაჩნია მსგავსი აქტივობები უნდა
ხორციელდებოდეს რეგულარულად, რაც
ხელს შეუწყობს ამ
სტრატეგიების გათავისებას. როცა
ამ საკითხში მასწავლებელს ხელს
უწყობს სახელმძღვანელოები, მაშინ სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა გაცილებით გვიადვილდება. თუ
სახელმძღვანელოში ინფორმაცია ექსპლიციტურია, ტექსტის გაგება და
გააზრება მოსწავლეებს უადვილდებათ,ხოლო
თუ ინფორმაცია იმპლიციტურია მოსწავლეებს ვეხმარები კითხვების საშუალებით, რომ
გაიაზროს ტექსტის მიღმა დამალული აზრი.
ეს კიდევ ერთი
აზროვნების გააქტიურების სტრატეგიაა.
ჩვენთვის რთულ
და პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანად არ
უნდა იქცეს ,რომ
გავცდეთ სახელმძღვანელოს და
გამოვიჩინოთ
,,შემოქმედებითობა“, ,,გავაცოცხლოთ“ ისტორია, საგნის სწავლება სახალისო და
წარმატებული გავხადოთ.
საგანმანათლებლო სამყარო მუდმივად იცვლება. ტექნოლოგიების გამოყენება ასევე კარგ
შესაძლებლობას გვაძლევს სწავლა-სწავლების პროცესში. მასწავლებლის ორიგინალურ და
თამამ აზროვნებას დიდი
როლი ენიჭება. ამ
თვალსაზრისით საინტერესო მეთოდია კარიკატურებით სწავლება. კარიკატურის გამოყენება გაკვეთილზე ქმნის ემოციურ ფონს
შესასწავლი თემისადმი, რაც
მოსწავლეს აძლევს ფიქრის, განსჯის და
კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობას. არსებობს მულტიმედიური სამყარო glogster.edu, რომელიც ქმნის მულტიმედიური პოსტერების შექმნის შესაძლებლობას. მათი
მიზანმიმართული გამოყენებით ადვილად ვახერხებ მოსწავლეთა პროვოცირებას და
ისინი ებმებიან დებატებსა და
დისკუსიებში.
ისტორიული ფაქტების ანალიზის მეშვეობით მოზარდებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება. წარსულის ცოდნა მომავლის საუკეთესო იდეებს აღმოაჩენინებს. თანამედროვე სკოლის უპირველესი ამოცანა ხომ
მოსწავლის კონკურენტული გარემოსათვის მომზადებაა.
ისტორიის სწავლება მორგებული უნდა
იყოს მომავალი თაობის მოთხოვნილებაზე, არსებული პრობლემების და
მათი გადასაჭრელი გზების ძიებაზე. სწავლება არ
ემსახურება მხოლოდ წარსული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. აუცილებელია მოსწავლემ შეიმეცნოს სამყარო და
,,საკუთარი სახელმწიფოსადმი ეროვნული კუთვნილების გრძნობა ჩამოუყალიბდეს“. ჩვენი მცდელობა, დავგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს პასიური სწავლების პროცესიდან აქტიური სწავლების ფაზაში გადაყვანისა, ხელი
შევუწყოთ მათ კოგნიტურ განვითარებას, სწორედ ამ
მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელებას ემსახურება.
მაია ცერცვაძე
ამბროლაურის მუნიც. სოფ. წესის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"
მაია ცერცვაძე
ამბროლაურის მუნიც. სოფ. წესის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"
Комментариев нет:
Отправить комментарий