თითოეულ ჩვენგანს - პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელს, კარგად გვესმის, რომ
ჩვენი მოვალეობა არა
მხოლოდ მოსწავლეთა სწავლებაა, არამედ კოლეგა მასწავლებლების კონსულტირება პროფესიულ საკითხებში. ეს პროცესი, რასაკვირველია, არ
გულისხმობს ტრენინგს, ვინაიდან ჩვენ
ვართ მხოლოდ კონსულტანტები და უმეტესობას არ
გაგვაჩნია ტრენერის კომპეტენცია, თუმცა აღჭურვილები ვართ
თეორიული ცოდნითა და
მისი საკლასო გარემოში ტრანსფერის უნარებით. ჩვენ
მიერ წლების განმავლობაში გავლილი ტრენინგები და
ფეისჯგუფის „ასწავლე საქართველოსთვის“
საშუალებით ერთმანეთისათვის გაზიარებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ საჩვენებელი გაკვეთილები, დავგეგმოთ და განვახორციელოთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტები, რომელთა საშუალებითაც გამოვიწვევთ ინტერესს ადგილობრივ კოლეგებში და მივაღწევთ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრებას. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ სტიმულს მისცემს სამუშაო შეხვედრების ინტენსიურად მოწყობას. სწორედ სამუშაო შეხვედრების ფორმატში გახდება შესაძლებელი სწავლა-სწავლების სამივე მოდულის ( „სწავლებისა და სწავლის თეორიები“; „სასწავლო და პროფესიული გარემო“; „სწავლება და შეფასება“) თეორიული შესწავლა, ფსიქოლოგიური და ინტერაქციული ასპექტების განხილვა-გაანალიზება და საბოლოო ჯამში პედკოლექტივის პროფესიული კომპეტენციების ამაღლება. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა მაღალ ჩართულობას გამოიწვევს არა მხოლოდ კონსულტანტ-მასწავლებლების სამაგალითო პროფესიული კომპეტენციები და ადგილობრივი კოლეგების პროფესიული ინტერესი, არამედ მათი სწრაფვა პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ სახელმწიფო ტესტირებაზე (ყოფილი ე.წ. მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა პროფესიულ უნარებში) მაღალი ქულის მოსაპოვებლად, რაც მათ საშუალებას მისცემთ, დამატებითი აქტივობების გარეშე მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის სერტიფიკატი და გაეზარდოთ ხელფასი. იგივე იქნება საგნობრივი კომპეტენციის ამაღლების ინტერესის წყარო, თუმცა ამ მხრივ მუშაობა მთლიანად აღარ ჩაჯდება სამუშაო შეხვედრების ფორმატში, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ჩვენი მხრიდან კოლეგებისადმი ამგვარი დახმარების საჭიროებას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ისინი ძირითადად ცხოვრობენ ადმინისტრაციული ცენტრებიდან ძალზე დაშორებულ სოფლებში, ზოგიერთ მათგანში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან მოძრაობს კვირის მხოლოდ გარკვეულ დღეებში, რაც იძულებულს ხდის ისედაც არასაკმარისი ფინანსების მქონე მასწავლებელს, ოფიციალურ ტრენინგებზე დასასწრებად იმგზავროს ტაქსით. ჩვენ მიერ დაგეგმილი და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში პერმანენტულად გაგრძელებული სამუშაო შეხვედრები საკმაოდ კარგი ალტერნატიული საშუალება ხდება მათთვის, დაზოგონ დრო, სამგზავრო ენერგია, თანხა და ადგილზე მიიღონ ტრენინგებით მისაღები სასურველი ეფექტური შედეგი.

რასაკვირველია, ნებისმიერი საქმის ორგანიზების საფუძველია გეგმაზომიერ ქმედებათა ერთობლიობა, რაც წინასწარ დგინდება კონკრეტული სპეციფიკის შესაბამისად. ეს არის უმთავრესი პროცესი, რომლის მიხედვითაც სამუშაო შეხვედრები რეალიზდება წინასწარ შედგენილი კონცეპციით, მიზნის მიხედვით შერჩეული საჭირო რესურსებით. წინასწარ მოფიქრებული გეგმის გარეშე მოქმედება წარუმატებლობის საწინდარია. მხოლოდ კარგად დაგეგმილი ღონისძიება არის შედეგიანი. მასწავლებლებს ჩვენ
პირველივე სამუშაო შეხვედრაზე ვაცნობთ ასეთი ფორმით მთელი სასწავლო წლის
განმავლობაში მუშაობის აუცილებლობას, როგორც ოფიციალურ ტრენინგებზე შესაძენი ინფორმაციისა და
პროფესიული კომპეტენციების დახვეწის ალტერნატივას, რასაც პოზიტიური შედეგები მოჰყვება, როგორც მათი
სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისთვის, ისე
დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. დისკუსიის ფორმატში განიხილება მისი
სასიკეთო მხარეები. ამ შეხვედრის დანიშნულებაა, მონაწილეებმა მიმოიხილონ ყველა საკითხი, უმნიშვნელო დეტალების ჩათვლით და ყველა წვრილმანზე შეთანხმდნენ. ამით თავიდან არის აცილებული შესრულების პროცესში რომელიმე პედაგოგის მიერ დაბრკოლების შექმნა ან/და რაიმე გაუგებრობის წარმოშობა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ განვსაზრავთ პროფესიულ უნარებში საწყის სამუშაო მოდულს (უმჯობესია, ეს
იყოს „სწავლებისა და
სწავლის თეორიები“, ვინაიდან ყველა დანარჩენი ამ
თეორიებს ეყრდნობა, რაც
შემდეგ მოდულებში მასწავლებელს განსახილველი საკითხის უკვე
შესწავლილ თეორიებთან დაკავშირების საშუალებას მისცემს და
პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად მოტივაციასაც აუმაღლებს). ამის
შემდეგ ვადგენთ სამუშაო გეგმა-გრაფიკს (კვირაში ორი
დღე, დღეში - არაუმეტეს ორი
საათისა,
ვინაიდან სამუშაო შეხვედრები ჩატარდება საგაკვეთილო პროცესის შემდეგ და
გასათვალისწინებელია
დაღლილობა,
შიმშილი).
გეგმა-გრაფიკის მომზადების არსი მდგომარეობს იმ პროცესთა უზრუნველყოფაში, რომლის შედეგად ყველა არსებითი საკითხი მოგვარდება დათქმულ ვადაში და თითოეული პროცესი შესრულდება სათანადოდ. თარიღების გადამოწმება ხდება მუშაობის კვალდაკვალ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელმაც სიტუაციის მიხედვით შეიძლება განიცადოს შესრულების ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები.ვადების დადგენისას უნდა მოვიტოვოთ სათადარიგო ვარიანტები, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი სიტუაციის დროს ლავირების საშუალება გვქონდეს. მაგ.
ჯგუფის წევრის გამოუცხადებლობა შეხვედრაზე საპატიო მიზეზით. ასეთ
შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ერთობლივი შეთანხმება კონკრეტული შეხვედრის გადავადებაზე ყველა წევრისათვის მოსახერხებელ დღეს.
ჩვენ, როგორც ორგანიზატორები, ბევრ
საკითხზე ვართ პასუხისმგებელი. უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა ვიყოთ მოწესრიგებული, ორგანიზებული და
ყურადღებიანი.
დისციპლინა არის მთავარი მოთხოვნა, რაც
სამუშაო შეხვედრების სწორ
ორგანიზებას და დროულ შესრულებას განაპირობებს. მიზნების, ვადების, საშინაო დავალებების განსაზღვრის გარდა თვალყურს ვადევნებთ სამუშაო პროცესების მიმდინარეობასა და
ხარისხს,
შესრულების ვადის დაცვას და
სხვა უამრავ წვრილმანს, რაც
მხედველობაშია მისაღები სამუშაოს ეფექტურად ჩასატარებლად. დაგეგმვისა და
ორგანიზების სწორი წარმართვა ბუნებრივია მოითხოვს, ვფლობდეთ ყველა რესურსს, რაც
საჭიროა სასურველი შედეგების მისაღწევად. მართალია, სკოლებს გააჩნიათ პროფესიული ლიტერატურა, მაგრამ ისინი უმეტესწილად საგანმანათლებლო რეფორმის გარიჟრაჟზე, 8-9 წლის წინ
თარგმნილი და რედაქტირებული მასალებია. წლების განმავლობაში ეს
ლიტერატურა შეივსო და
დაიხვეწა.
სწორედ ამ უკანასკნელის საფუძველზეა შედგენილი მასაწავლებლის პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელი დღევანდელი ტესტები. ასეთი სახის ლიტერატურა სკოლისგან განსხვავებით ყველა ჩვენგანს გააჩნია: (პროფესიულ უნარებში გავლილი ტრენინგების სამივე მოდულის ტრენინგ-მასალები, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიერ
ჩვენთვის როგორც ელექტრონულად, ისე
ფიზიკური სახით გადმოცემული უამრავი მასალა). ეს
ფაქტი მორალური თვალსაზრისითაც გვიბიძგებს, გავუზიაროთ აღნიშნული რესურსები ადგილობრივ კოლეგებს, კოლეგიალურად განვიხილოთ იგი,
შევასრულოთ ფასილიტატორის როლი
და საკითხების განხილვისას განვუმარტოთ მათ
რთული ფსიქოლოგიური პასაჟები, დავაკავშიროთ მათთან თანამედროვე ინტერაქციული მიდგომები, სასწავლო გეგმები, გაგებული ინფორმაცია განვამტკიცოთ მაგალითებით. ასეთი იქნება ჩვენი ძირითადი დატვირთვა სამუშაო პროცესში. რაც
შეეხება რესურსებს, ადგილობრივ კოლეგებს მათ
მივაწვდით იმ ფორმით, როგორიც მათ
სურთ (ელექტრონულად ან
ამობეჭდილი სახით). თუ
საშუალება გვექნება - უმჯობესია გადავცეთ ორივე ფორმით. ფლიფჩარტების ნაცვლად შესაძლოა, გამოვიყენოთ ჩვეულებრივი დაფა.
ყოველი სამუშაო შეხვედრის დაგეგმვისას საინფორმაციო რესურსებიდან ამოვკრიბოთ მნიშვნელოვანი ცნებები, დებულებები, სქემები. დავამუშაოთ იგი
pover
point-ში, ავაწყოთ იგი
სისტემატიურად სლაიდების სახით და
ასე გავიტანოთ შეხვედრაზე. იმ
სკოლებში სადაც პროექტორი არ
არის, დიდი ეკრანის ნაცვლად გამოვიყენოთ საკუთარი ლეპტოპი, მაგრამ ისე
განლაგდნენ ჯგუფის წევრები, რომ
ყველას შეეძლოს ეკრანზე ნაჩვენები ინფორმაციის კარგად დანახვა.
რაც შეეხება საგნობრივი კომპეტენციების დახვეწას, ადგილობრივ კოლეგებს დავაკავშირებთ ჩვენი პროგრამის შესაბამისი საგნის კონსულტანტ-მასწავლებლებთან. ამ
მხრივ,
ვითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ
პროგრამა
„ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეთა შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულია არა
მხოლოდ პროფესიული, არამედ მეგობრული ურთიერთობები. ასე,
რომ ჩვენ ვართ
გუნდი და არა
მხოლოდ პროგრამის ჯგუფი. ეს
გარემოება თითოეულ ჩვენთაგანს პროფესიული მოვალეობის გარდა მეგობრულადაც ვალდებულს გახდის, კონსულტანტ-მასწავლებლის თხოვნის შემთხვევაში მისი
სკოლის ადგილობრივ კოლეგას დისტანციურად გაუწიოს კონსულტირება საკუთარ საგანში. ასეთი პრეცედენტი უკვე
არსებობს,
რომელმაც სასურველი შედეგები გამოიღო. კონსულტირება შესაძლებელია ტელეფონით ან
კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით. პროფესიული ურთიერთობების ასეთი ქსელი მნიშვნელოვნად აღამაღლებს სწავლებისა და
სწავლის დონეს საქართველოს საჯარო სკოლებში, სხვა
სიკეთესთან ერთად გაზრდის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ატორიტეტს ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან თითოეული ჩვენთაგანის პროფესიული უნარები და
შესაძლებობები მოხმარდება არა
მხოლოდ ჩვენდამი რწმუნებულ სკოლას, არამედ სხვა
სკოლებსაც.
გიორგი ტერუნაშვილი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკი–ბაკოს საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"
Комментариев нет:
Отправить комментарий