6 мая 2017 г.

"მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება სასწავლო პროცესში" - თინანო სანიკიძე

ცხოვრებისეულმა მოვლენებმა განაპირობა საგანმანათლებლო სივრცეში ახალი სამეცნიერო-პრაქტიკული დარგის, მედიაგანათლების ჩამოყალიბება, რომელიც განასახიერებს და განავითარებს თანამედროვე პედაგოგიკას და ხაზს უსვამს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების, მრავალმხრივ უნარებს, ანალიზსა და მენეჯმენტს და არა მხოლოდ ინფორმაციის უბრალო დაგროვებას.
       სწავლისა და სწავლებისათვის დღეს  ახალი მიდგომები და მასთან დაკავშირებული დიდი ცვლილებები არსებობს. ამ კონცეფციების ცოდნა კი მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა განათლების  რეფორმის  წარმატებით  განხორციელებისათვის. ამ  მიზნის მისაღწევად კი საჭიროა  შესატყვისი  ეფექტიანი  სწავლების 
ძირითადი  პრინციპების  ჩამოყალიბება, ეფექტიანი  სასწავლო  გარემოს  შექმნა და ასევე საჭირო  საკლასო  მენეჯმენტის  განსაზღვრა.
დასამალი არაა, რომ დღეს ზოგიერთი მოსწავლე ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ინტერესს არ იჩენენ და მუდმივად ჭირდებათ პედაგოგისგან სტიმული, თანადგომა და სხვადასხვა ინდივიდუალური, მათზე მორგებული მეთოდის ცოდნა. ამიტომ მასწავლებელი გულისყურით უნდა მოეკიდოს რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. აი თუნდაც: ჩავუნერგოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ და ხელი არ ჩაიქნიონ.
·   მივცეთ საშუალო სირთულის დავალება. ეს კი მოსწავლეს რწმენას განუვითარებს, დარწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში, განსაზღვრული მიზნის შესრულებისათვის დადებითად განეწყობიან, მათ სჯერათ, რომ ეს მიზანი მიღწევადია.
·    დავეხმაროთ მათ, რომ ყველა დავალებას, მითითებებს აკეთებენ მათივე საჭიროებებისთვის, მათი სისუსტეების აღმოსაფხვრელად და ძლიერი მხარეების წარმოსაჩენად.
·    თავი იგრძნონ კლასის სრულუფლებიან წევრად, რომ მათ მიერ გამოთქმული აზრი ღირებულია და ანგარიშგასაწევი.
 ჩემ  მუშაობაში ვეყრდნობი, რა თქმა უნდა, ახალ მიდგომებს, მაგრამ ეს არაა სტერეო ჩემს მუშაობაში. სიახლეს შემოქმედებითად ვამუშავებ და ვარგებ კლასს.
მედიასივრცე   ოჯახში
თანამედროვე ეპოქაში ცხოვრების სწრაფი რიტმის, გაუთავებელი პრობლემების, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო მშობლები სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ ბავშვთან ურთიერთობას, მისი შინაგანი სამყაროს გამდიდრებას, მის ნამდვილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ზნეობრივი აღზრდის საკითხები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვნად იქცა, ხოლო პრიორიტეტულ საკითხებად მშობელთათვის დარჩა პრაქტიკული, საყოფაცხოვრებო (ბავშვის კვება, ჯანმრთელობა, შემოსვა და . .) პრობლემების მოგვარება. არსებობისთვის იბრძვიან.

სამშაბათს, 13სთ-ზე, ისტის კაბინეტში ვიკრიბებით და ვამუშავებთ თემას
აჭარის ღირსშესანიშნაობები“.
ხშირად მიხდებოდა დაგეგმილი აქტივობის შეცლა, ოჯახში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო. არსებობს ოჯახები, სადაც არის კომპიუტერი, მაგრამ არ აქვთ ინტერნეტი. ბავშვი ვერ ახერხებს საპროექტო მასალის მოძიება-მომზადებას. მაგრამ მე ვიპოვე შემოქმედებითი გზა ჩიხიდან გამოსაყვანად. რადგან სკოლაში მოგვეპოვება კომპიუტერული საშუალებები, კვირაში ერთხელ მოსწავლეებთან შეთანხმებით გამოყოფილი გვაქვს საინფორმაციო დაფაზეერთი დღე კომპიუტერთან“.
მე, როგორც პედაგოგი, ვარ დამკვირვებლის როლში  და ვაძლევ მითითებებს, რათა შეძლონ საჭირო მასალის გამოცალკევება და არასაჭირო მასალის უგულებელყოფა. მედიაწიგნიერება უფრო მეტად უნარების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებულისუსტი უნარების მქონე მოსწავლეები ვერ შეძლებენ შემხვედრი ინფორმა­ციის სრულყოფილ დამუშავებას. შესაძლებელია მათ უგულებელ­ყონ კარგი ინფორმაცია და არაზუსტი ან არასწორი ინფორმაცია  გაამყარონ, რადგან არ შეუძლიათ განსხვავების დანახვა და, შე­საბამისად, კარგ არჩევანს ვერ აკეთებენუარეს შემთხვევაში, სუსტი უნარების მქონე მოსწავლეები, თავს  არიდებენ  მსგავს პროექტებს და პასიურები არიან. ამიტომ მე გამოვდივარ მენტორის ამპლუაში. ვახარისხებ მათ მიერ მოძიებულ მასალას და მათგან  ვარჩევთ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ინფორმაციის გაფილტვრას გულისხმობს.
ამით ბავშვები ეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას, დასკვნის გამოტანას, შემოქმედებითობას, უგროვდებათ ლექსიკური მარაგი და უფართოვდებათ კვლევა-ძიების წყურვილი. შეაფასებენ და დარწმუნდებიან, რომ ინფორმაციის მოძიება აუცილებელია და სანდოა.
    აგრეთვე ვცდილობ ჩავრთო მშობლები სასწავლო პროცესში, რათა ეფექტიანი გავხადო ის. მშობლებმა  მათი  ინიციატივით შექმნეს მცირე ჯგუფები, რომლებიც მონაცვლეობით არიან გაკვეთილზე ჩემი სტუმრები და ვთანამშრომლობთ ერთად.

მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება სასწავლო პროცესში

მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. კერძოდ, თუ მედიაწიგნიერებას განვიხილავთ, როგორც, ერთი მხრივ, ახალი ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრის და, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტს, ადვილია დავინახოთ მისი კავშირი კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. ინფორმაციის გაფილტვრა რთულია კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, ხოლო ახალი ინფორმაციის შექმნას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ჭირდება.
მედია განათლება მოიცავს  როგორც ფილმების, სიმღერების, ასევე ვიდეო თამაშებისა და სხვა ტიპის აქტივობებს. როგორიცაა: ჟურნალები, გაზეთები, განცხადებები და რეკლამები. ნამდვილად ღირს იმის სწავლება თუ რატომ და როგორ შეიქმნა ისინი და რა მესიჯების გადმოცემას ცდილობენ. თუ ჩვენს მოსწავლეებს დავავალებთ გამოიკვლიონ ერთ-ერთი მათგანი და წარმოადგინონ ეს კლასში, ეს მათ დაეხმარებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარის  განვითარებაში.
თუ მოსწავლეები შექმნიან პატარა ჯგუფებში რაღაც პროდუქტს, მაგალითად: რეკლამას, განცხადებებს, მოკლე ვიდეოს ან რაიმე სხვა ტიპის მედია პრეზენტაციას, ეს მათ დაეხმარებათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ასევე დაეხმარება გამოიკვლიონ ის მეთოდები და შინაარსი, რაც მედიის მიღმაა მოცემული და რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ბეჭდურ ინტერნეტ თუ ტელე-სივრცეში.
ვცდილობ მედიაწიგნიერება გაკვეთილის ყოველდღიურ აქტივობად ვაქციო. ამისათვის სისტემატურად ვაძლევ მოსწავლეებს ისეთ დავალებებს, როგორიცა: განცხადება, რეკლამა, პროექტის მომზადება, მოკლე ვიდეო გაკვეთილები.
ერთ-ერთი ჩემი დავალება მოსწავლეების მიმართ გახლავთ ასეთი: ვთხოვე მოსწავლეებს შეედგინათ განცხადებასაკლუბო მუშაობის შესახებ“. მათი მიზანი იყო განცხადებების საფუძველზე მოეზიდათ თანატოლები. მათ მიერ შექმნილი კლუბები იყო: reading club (კითხვის კლუბი), writing club (წერის კლუბი), singing club (სიმღერის კლუბი), რამაც ყველაზე მეტად გამაოცა ეს იყო ბიჭების ჯგუფი, რომელმაც შექმნეს „sewing club“(კერვის კლუბი). ბავშვებს განუვითარდათ როგორც ენობრივ-გრამატიკული ასევე ლექსიკური ცოდნა და კრეატული აზროვნება.
პროექტის მომზადების დროს კი ბავშვებს მივეცი შემდეგი სახის დავალება: ჩამოსვლას აპირებენ მათი უცხოელი თანატოლები. ( მაგალითად გასულ წელს ჩვენმა სკოლამ მასპინძლობა გაუწია ბაქოდან მოწვეულ მოსწავლეებს და პედაგოგებს). მოსწავლეებს დავავალე შეექმნათ ბროშურებიმთიანი აჭარამათი ფოტო მასალით, სასტუმროებით, პაბებით,  გასართობი თუ ღირსშესანიშნავი ადგილებით. დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს უნდა წარმოედგინა  ბროშურა ერთ-ერთი რაიონის შესახებ(ქედა- მახუნცეთის ჩანჩქერი, შუახევი- ფურტიოს თაღოვანი ხიდი, ხულო- თაგოს საბაგირო გზა ). მსგავსი ტიპის აქტივობა დამეხმარა ბავშვებს განვითარებოდათ ურთიერთთანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარი, თვითრეალიზაციის , საკუთარი თავის პოზიტიურად აღქმისა და თვითეფექტურობის განცდა.
თანამედროვე პირობებში სწავლისადმი მოტივაციის გაჩენა/განვითარება დიდი გამოწვევების წინაშე დგას. თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბევრი მათგანი მათ გამოყენებას სასწავლო პროცესშიც მოელის, ამიტომ ტრადიციული გაკვეთილები მოსაწყენად ეჩვენებათ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სწავლისადმი მოტივაციას.
სწავლისადმი მოტივაციის ასამაღლებლად ხშირად ვიყენებ ვიდეო-გაკვეთილებს. რაც მათ უვითარებს კოგნიტურ და შემეცნებით უნარებს და უმაღლებთ მოტივაციას.
ერთ-ერთი მსგავსი გაკვეთილი ჩავატარეთ მე-10 კლასში.მოკლე ვიდეო-ფილმის ჩვენება “The other pair”( ცალი ფეხსაცმელი)(https://www.youtube.com/watch?v=gkWdyZFyvO8)მიზანი იყო ლექსიკური მარაგისგამდიდრება და გრამატიკული დროის შესწავლა future simple (მომავალი). გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციურ იდეებს, ყველა მოსწავლე ჩართულია და ყველა მათგანს აქვს ერთი და იგივე სტატუსი და უფლებები.განუვითარდათ სააზროვნო უნარები (შემოქმედებითი და კრიტიკული), ეფექტური კომუნიკაცია და შესაძლო ალტერნატივის ან პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი.

თინანო სანიკიძე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ხარაულის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის"



Комментариев нет:

Отправить комментарий