სასწავლო პროექტი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც,როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და პიროვნებების ჩართვას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე,თუ საკვლევად რა თემა გვაქვს აღებული.
სასწავლო პროექტი წარმოაჩენს მასწავლებლის აღმზრდელობით და პროფესიულ კომპეტენციებს და ,რაც მთავარია, პროექტით სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მოახდინონ სხვა საგნების სწავლებით მიღებული ცოდნის ტრანსფერი.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას. მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით