6 мая 2017 г.

"საშინაო დავალების შესრულებაში არსებული პრობლემების კვლევა მაღალ კლასებში" - ნინო გვენეტაძე

,,ასწავლე საქართველოსპროგრამის მონაწილე გავხდი 2011 წელს, 5 წელი ვიმუშავე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემოსურების საჯარო სკოლაში, ბოლო ერთი წელი კი ვმუშაობ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. დღნორისის საჯარო სკოლაში. ორივე სკოლაში მუშაობისას წავაწყდი ერთსა და იმავე პრობლემას, მოსწავლეებს ჰქონდათ პრობლემები საშინაო დავალების შესრულებაში. აღნიშნულ საკითხზე კვლევა ჩავატარე ზემოსურების საჯარო სკოლაში 2013-2014 სასწ. წელს. აქ კვლევა კვლევის ჯგუფმა ჩაატარა, რადგან სკოლაში  ,,ასწავლე საქართველოსათვისპროგრამით მომუშავე 4 მასწავლებელი ვიყავით. შევიკრიბეთ კვლევის ჯგუფი, შევხვდით სკოლის დირექტორს., შევადგინეთ კითხვარები მასწავლებლებისათვისმოსწავლეებისა და მშობლებისათვის.

მოსწავლეებისათვის:
·         რა სირთულეებს აწყდებიან საშინაო დავალების შესრულებისას?
·         რა არის მიზეზი საშინაო დავალების ხშირად შეუსრულებლობისა?
·         ასრულებთ თუ არა ყოველთვის საშინაო დავალებას სახლში?
·         აკოტროლებენ თუ არა მშობლები საშინაო დავალების შესრულებას?
ასევე შევიმუშავეთ კითხვარები მოსწავლეთა მშობლებისათვის:
·         ასრულებენ თუ არა თქვენი შვილები საშინაო დავალებას სახლში?
·         რა მიზეზს დაასახელებთ თქვენი შვილის საშინაო დავალების შეუსრულებლობისას?
·         გაწვდიან თუ არა მასწავლებლები რეგულარულად ინფორმაციას თქვენი შვილების მიერ შესრულებული საშინაო დავალების შესახებ?
·         ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას დამოუკიდებლად?
·         თქვენი და მასწავლებლის თანამშრომლობის შემდეგ უმჯობესდება თუ არა ბავშვის მიერ საშინაო დავალების შესრულების ხარისხი?
რადგანაც კვლევის საჭიროება დავინახეთ ასევე დაგვაინტერესა მასწავლებელთა გამოკითხვამაც, ასევე შევადგინეთ კითხვარი მასწავლებლებისათვის:
·         ასრულებენ თუ არა თქვენთან მოსწავლეები საშინაო დავალებას?
·         რა მიგაჩნიათ ამის გამომწვევ მიზეზად ?
·         თუ მოახდინეთ მშობლების ინფორმირება ამის შესახებ?
·         თქვენი აზრით რით გამოსწორდება ეს პრობლემა?


კითხვარების ანალიზმა აჩვენა რომ  მშობლების 67 % პროცენტი თვლის, რომ მათი შვილები ყოველთვის ასრულებენ საშინაო დავალებას სახლში, ხოლო 33%  თვლის, რომ  ხშირად ასრულებენ მათი შვილები საშინაო დავალებას სახლში. მშობლების 33% თვლის, რომ მათი შვილების საშინაო დავალების შეუსრულებლობის მიზეზი  არის მათი მოუწესრიგებლობა, ხოლო 67% თვლის, რომ ეს არასოდეს ხდება და მათ შვილებს ყოველთვის აქვთ საშინაო დავალება. კითხვაზე აწვდიან თუ არა მასწავლებლები მშობლებს ინფორმაციას, მათი შვილების მიერ შესრულებული დავალებების შესახებ მშობელთა 67% პასუხობს, რომ აწვდიან, ხოლო 33% პასუხობს, რომ ყოველთვის აწვდიან. კითხვაზე მასწავლებლის და მშობლის  ურთიერთობის შედეგად უმჯობესდება ბავშვის მდგომარეობა  გამოკითხული მშობლების 100% თვლის, რომ ნამდვილად უმჯობესდება.
          მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად კითხვაზე რა სირთულეებს აწყდებიან საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლეთა 50% თვლის, რომ უჭირს დამოუკიდებლად დავალების შესრულება, ხოლო 50% თვლის, რომ არანაირი სირთულე არ არსებობს მათთვის.
  კითხვაზე რა არის მიზეზი საშინაო დავალების ხშირი შეუსრულებლობისა, მოსწავლეთა 70% თვლის, რომ მათ ყოველთვის აქვთ საშინაო დავალება, 10% თვლის რომ ისინი მშობლებს ეხმარებიან სამუშაოების შესრულებაში და ამიტომ ვერ წერენ საშინაო დავალებას, 20% კი  თვლის,რომ  მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო ვერ ახერხებენ დავალებების რეგულარულად შესრულებას.
         კითხვაზე, ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებას სახლში, მოსწავლეთა 60% პასუხობს, რომ ასრულებენ, 30% აცხადებს რომ იშვიათად ასრულებს, ხოლო 10% პასუხობს რომ არ ასრულებენ.
            კითხვაზე, აკონტროლებენ თუ არა მშობლები მათ საშინაო დავალებას, 50% წერს, რომ ეს ხდება იშვიათად, 20% თვლის რომ ეს ხშირად ხდება, ასევე 20% წერსრომ მშობლები მათ საშინაო დავალებას არასოდეს ამოწმებენ, 10% წერს რომ მშობლები ხშირად ამოწმებენ მათ საშინაო დავალებას.
           რადგანაც კითხვარის შევსებისას შეინიშნებოდა ფორმალობა, გამოკითხულები არ იყვნენ გულახდილები, ჩავატარეთ დისკუსია, მასწავლებლებიც ჩავერთეთ დისკუსიაში და ჩვენი ბავშვობაც კი გავიხსენეთ, რომ მოსწავლეები გულახდილები ყოფილიყვნენ, გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების არის მძიმე სოციალური მდგომარეობა, მაგრამ უფრო მეტად კი სამუშაო დროის არათანაბარი განაწილება, მეტი დროის გართობაში დახარჯვა, მშობლების უყურადღებობა. მშობლები არ ინტერესდებიან მოსწავლეების მუშაობით, არ მეთვალყურეობენ მათ. მოსწავლეები არ არიან მიჩვეულები დამოუკიდებლად საშინაო დავალების შესრულებას, მათ ეს ჩვევა არ გამოუმუშავდათ დაწყებით კლასებში. ინტერვიუ გვქონდა სკოლის მასწავლებლებთან, რომელიც ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელთან, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის . ის მოითხოვს, რომ რადგან მისი კლასში მხოლოდ მისი  შვილიშვილი სწავლობს, მასწავლებელმა ყველა დავალება კლასში უნდა გააკეთებინოს. აზრი გამოვიკითხეთ ინტერვიუს სახით სხვა მასწავლებლებისგანაც, მათი განცხადებით ამ მთიან სოფელში, სადაც მძიმე ბუნებრივი და სოციალური პირობებია, ბავშვებს უხდებათ მძიმე შრომა და ისინი ვეღარ სთხოვენ მათ სახლში იმუშაონ და ჯერდებიან იმას, რასაც სკოლაში გაკვეთილზე მუშაობით აღწევენ.
           დისკუსიაში ჩართვით მოსწავლეებთან აზრთა ურთიერთგაცვლისას მოვუწოდეთ მოსწავლეებს შეემუშავებინათ დღის რეჟიმი, გამოეყოთ გარკვეული დრო წერითი და ზეპირი დავალებების შესრულებისათვის, ასევე ეწარმოებინათ თვითდაკვირვების დღიური, როგორ შეიცვლებოდა მათი აკადემიური მოსწრება. მომდევნო ერთი თვე ამ პირობებში იმუშავეს და საკუთარ მდგომარეობას თვითდაკვირვების დღიურში აფიქსირებდნენ. ერთი თვის შემდეგ ხელახალი გამოკითხვა მოვაწყვეთ, მოსწავლეებთან და ცალკე მასწავლებლებთან, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც აღნიშნეს, რომ მათმა აკადემიურმა მოსწრებამ , მოწესრიგებულობამ იმატა. მოსწავლეებმა კი თქვეს, რომ ისინი პუნქტუალურები გახდნენ, აღარ აცდენდნენ მუქთად დროს, ერთმანეთს უნაცვლებდნენ მეცადინეობას, დასვენებას და შრომას.
            მასწავლებლებს მივეცით რეკომენდაცია, შეამოწმონ საშინაო დავალებები რეგულარულად, რადგან მოსწავლეებს დისკუსიაში ესეც ქონდათ ნათქვამი, რომ ყველა მასწავლებელი დავალებას არ უმოწმებდათ.
          კვლევის ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგები წარვუდგინეთ ჩვენ-ჩვენ კათედრას გამოცდილების გასაზიარებლად.
            მიმდინარე სასასწავლო წელი უკვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლაში დავიწყე, აქაც იგივე პრობლემა დავინახე და აქაც იგივე კვლევა დავიწყე მცირე ცვლილებით, მხოლოდ ჩემი საგნით შემოვიფარგლე. შევადგინე კითხვარები, ძველ კითხვარში მცირე ცვლილება შევიტანე. კვლევის მიზანი იყო გამომეკვლია მოსწავლეების ფიზიკის საშინაო დავალებების შესრულებაში არსებული პრობლემები. კვლევა ჩავატარე VIII-IX-X-XI კლასებში. შევადგინე კითხვარები, კვლევა მეტი სიღრმით ჩავატარე და გამოიკვეთა წინა სკოლაში ჩატარებული კვლევიდან გამოვლენილ პრობლემებზე კიდევ დამატებული პრობლემა. მოსწავლეები კითხვარების შევსებისას, არ არიან თავისუფალი, არ აჩვენებენ სიმართლეს, ასევეა ნაწილობრივ  ინტერვიუს დროსაც, ხოლო დისკუსიის დროს სიმართლე არ იმალება. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ მაღალი სააზროვნო უნარების გამოვლენას გაურბიან, ეს მათ გონებას ტვირთავს და ეს ეზარებათ, ყოფილა შემთხვევა, ამბობს დისკუსიის დროს ერთ-ერთი მოსწავლე,– სახლში დავალება ვერ გამიკეთებიასკოლაში მასწავლებელმა დაფასთან გამიყვანა და ეს ამოცანა ყოველგვარი დახმარების გარეშე ამოვხსენი, რაც ვერ შევძელი სახლში, შევძელი სკოლაშიმასწავლებლის იმედი ვიქონიე, თანაც გონებას ძალა დავატანე ეაზროვნა.
             სახლში თავი იჩინა წარუმატებლოდის სინდრომმა. მოსწავლეებს არ აქვთ განვითარებული მაღალი სააზროვნო უნარები, რაც კიდევ ერთი კვლევის საგანია.
             კითხვარებიდან და დისკუსიიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე შევიმუშავე რეკომენდაცია, მოსწავლეებთან გამომეყენებინა პროექტით სწავლების მეთოდი. დავგეგმე შიდასასკოლო კონფერენცია თემაზე ,,თანამედროვე ფიზიკის მიღწევებიმოსწავლეებს გავუნაწილე თემები მათი ინტერესის მიხედვით და დაიწყეს სახლში დამოუკიდებელი მუშაობა. ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს, დაწერეს მოხსენებები. მოხსენებებს გავეცანი და მოსწავლეებს გავაცანი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. პრეზენტაციის შემდეგ წერილობით გავაკეთებინე შეჯამება, რა მოუტანა მათ ამ პროექტმა და მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ განუვითარდათ პრეზენტაციის, ინფორმაციის დახარისხების უნარები, და რაც მთავარია, შეიძინეს თავდაჯერებულობა, ამის შემდეგ მათ აღარ გაუჭირდებოდათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. მოსწავლეებს დავავალე ეწარმოებინათ თვითდაკვირვების დღიური. მოსწავლეების აზრით და ჩემი დაკვირვებითაც მოსწავლეების აქტივობაც მეტი იყო და დავალების შესრულების ხარისხმაც იმატა, მათ აღარ უჭირდათ რთულ ამოცანებთან გამკლავება. ეს გავაკეთე XI კლასში. იგივე სახის პროექტი სახელწოდებით ,,მათ შეცვალეს მსოფლიოგავაკეთე IX კლასში. შედეგი ხარისხით ოდნავ ნაკლები მივიღე, რადგან კლასი იყო შედარებით სუსტი შესაძლებლობის მიხედვით წინა კლასთან შედარებით.
             კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაცია, საშინაო დავალების შეფასებაში მეტი სიხშირით გამოვიყენო პროექტის შეფასება.
         

ნინო გვენეტაძე
წყალტუბოს მუნიც. სოფ. დღნორისის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

Комментариев нет:

Отправить комментарий