ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა თეთრაძე
გაკვეთილის
თემა: კონსტანტინე გამსახურდიას
„დიდი იოსები“
კლასი:
IX
გაკვეთილის
ხანგრძლივობა: 45 წუთი:
გაკვეთილის მიზანი:
მედიაწიგნიერების მიზნები:
- მედიაწიგნიერების კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაცია.
- სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზი და შეფასება.
ესგ–სთან შესაბამისობა:
მიმართულება–ზეპირმეტყველება:
ქართ. IX.2.მოსწავლეს შეუძლია
დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების
მოსმენა და შეფასება
საკომუნიკაციო ამოცანისა და
აუდიტორიის გათვალისწინებით.
მიმართულება–კითხვა:
ქართ.
IX.6. მოსწავლეს შეუძლია
პრობლემურა ან სადავო
საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის
შემცველი მხატვრული და
არამხატვრული ტექსტების გააზრება–გაანალიზება
და მათ მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მიმართულება–წერა:
ქართ.
IX.მოსწავლეს
შეუძლია სადავო ან
პრობლემურ საკითხებზე საკუთარი
თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა;
მოცემულ საკითხებზე განსხვავებული
შეხედულებების შეჯამება.
გამოყენებული აქტივობები:
.გონებრივი
იერიში;
.
წყვილში მუშაობა;
.მედიამასალის
გაცნობა;
.
დისკუსია;
.ვიცი, გავიგე,
მინდა ვიცოდე:
. საშინაო დავალება:
სასწავლო რესურსები:
სახელმძღვანელო,
ლეპტოპი, პროექტორი. პრეზენტაცია, ვიდეოფილმი.
ინტერნეტი, დამხმარე ლიტერატურა.
ლექსიკონი:
ემიგრაცია,
|
პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.
|
მიგრაცია,
|
ადამიანის სწრაფვა, ეძიოს უკეთესი
|
ემიგრანტი,
|
პირი, რომელიც ტოვებს თავისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანას და საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში
|
რევოლუცია.
|
რევოლუცია შეიძლება ნიშნავდეს სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკური რეჟიმის ან ხელისუფლებსი ცვლილება, ძალადობრივი ან მშვიდობიანი გზით.
|
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1
მასწავლებელი
გაკვეთილს იწყებს „გონებრივი
იერიშით“ და სვამს
კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიისა და
მოთხრობის შინაარსის ცოდნის შესამოწმებელ კითხვებს.
ა) სად
და როდის დაიბადა
კონსტანტინე გამსახურდია?
ბ) ახალი
დროის რომელ ტრაგიკულ
ისტორიულ მოვლენას ასახავს
მწერალი მოთხრობის დასაწყისში?
გ)გაიხსენეთ
ისტორიიდან რა ხდებოდა
25 თებერვლის ღამეს თბილსში?
დ) როგორი
ადამიანი შეარჩია ავტორმა
მოთხრობის მთავარ პერსონაჟად?
ე) რა
ბედი ეწია ქართველ
ინტელიგენციას?
ვ)ბერბერა–მოვლილი
და ნაფერები ძაღლი.რა
დატვირთვა აქვს მერბერას
მოთხრობაში?
თ) იოსები–მსხვერპლი
თუ მოძალადე, როგორი
შეაფასებდით?
აქტივობა 2
მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს ამონარიდებს
და აძლევს დავალებას
ამოიცნონ მათ ტექსტის
ძირითადი სათქმელი. მოსწავლეები
ტექსტებზე მუშაობენ, 4–5 წუთის
განმავლობაში აანალიზებენ მოთხრობიდან
ამონარიდებს და ამის შემდეგ
იწყებენ პერსონაჟის შეფასებას.
მოსწავლეები ამონარიდებს აანალიზებენ
ინდივიდუალურად, გამოკვეთენ ტექსტის
ძირითად სათქმელს, ამოწერენ
რვეულში იმ თვისებებს
და თავისებურებებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება
პერსონაჟის დახასიათებაში.
შემდეგ კი კითხულობენ ხმამაღლა შეფასებას.
ამის შემდეგ მოსწალეები
გადიან დაფასთან და
ადგენენ დიდი იოსების
ასოციაციურ სქემას,ანუ
გადააქვთ დაფაზე იოსების
დასახასიათებლად ეპითეტები.
ტექსტი 1
მეკურტნე
იოსებმა საოცარი რამ
ნახა თავისუფლების მოებანზე
25 თებერვლის ღამეს
თვალები
ქალაქის საათის ციფერბლატს
მისჩერებოდნენ.ელოდნენ ათასების
თვალები: როდის დაჰკავდა
თორმეტჯერ.
მოედანზე
იდგა იოსებიც.შეინძრა
უშველებელი საათის ისარი,
თითქოს სული ჩაიდგაო,
მარჯვნით გადაჩოჩდა,თორმეტჯერ
დარეკა.
დამფრთხალი
მოქალაქეები საშინელი ამბების
მოლოდინში იყვნენ.
ძლივს
იდგა ფეხზე მეკურტნე
იოსები, მაგრამ შინ
წასვლაზე არ ფიქრობდა.
ალიონიდან
ეზიდებოდა მაფრაშებს,ხურჯინებს,
ჩემოდნებს,ხან–სადგურზე,
ხანაც–ქუჩიდან ქუჩაზე, რადგანაც
ქალაქში გაუგონარი ამბავი
ხდებოდა. აიყარნენ მცხოვრებნი,
ნაყარ ფუტკარსავით აზუზუნდნენ,
აბორგდნენ, აზვავდნენ, ერთი
ნაწილი ქალაქიდან გაიხიზნა ტავისი ბარგით,
ნაწილიც მოუსვენრად ქუჩებში
დაწრიალებდა.
მოძებნეთ ტექსტის მთავარი სათქმელი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
ტექსტი 2
მონუსხულივით შესცქეროდა აფორიაქებული ოჯახის
მამა დიდი იოსების
დინჯი დუმილით მეტყველ
სახეს, გაურანდავ გრანიტსავით
ცივსა და მოუხეშავს.
ეხარბებოდა
გულის სიღრმეში ამ
საცოდავი მეკურტნის უებარი
სიდარბაისლე.
არზმანებული
სიმდიდრე გადადიოდა
ამ წუთში იოსების
ხელში.
და სახლის
პატრონს ერთხელაც არ
შეუნიშნავს, რომ მეკურტნეს
რომელიმე ნივთისათვის თვალი
გაეყოლებინა შურისაგან
არეული, სჩანდა, უცნობი
იყო მისთვის ყოველივე
თვალბოროტება.
ბრძნულ
დუმილს
ინახავდა დიდი იოსები
ყოველ შეხედვაზე, თითქოს
ბერი ყოფილიყო დაყუდებული,
ამქვეყნიური დიდების ამაო
ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი.
მოძებნეთ ტექსტის მთავარი სათქმელი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
ტექსტი 3
უთენია
ფეხზე იდგა დიდი იოსები...ავეჯი
მიალაგა. დარჩენილი სუფრის საფენები
მაგიდაზე გადააფარა. სამზარეულოშიც
წესრიგი დაამყარა.
ჩაი აადუღა. კარადიდან
პური და ყველი
გამოიტანა, ბერბერას შეაძლია
პურის ნატეხი, მაგრამ
განებივრებულმა ცხოველმა არ
იკადრა პურის
ჭამა.
გაახსენდა
იოსებს, რომ ერთი კარადა
გაუხსნელი დარჩა, ადგა,
გასაღები ვერ იპოვნა,
შეამტვრია კარი.
ფაფახი,მოძველებული
ჩოხა–ახალოხი და
სადა ქამარ–ხანჯალი...
მოიზმანა
ჩოხა. საუცხოოდ მოერგო.
თავზე ქარვისფერი ბოხოხი
დაიხურა, დადიოდნენ იოსები
და ბერბერა განიერ
კედლის სარკეების წინ.
რითი არ
ჰგავდა მიხაკისფერ ჩოხაში
გამოწყობილი დიდი იოსები
მამამისის მებატონეს–როსტომ
წერეთელს. მასაც ხომ
სწორედ ასეთი ჩოხა
ეცვა, მაძებარი გვერდს
უმშვენებდა.
მთელი
საათები ტრიალებდა სარკის
წინ.
ამ ბატონურმა
დარბაზებმა, ამ საუცხოვო
ავეჯმა, ბჭყვრიალა ლიუსტრებმა,
ხავერდის პორტიერებმა, აზნაურულმა
ჩოხა–ახალოხმა, მონადირე
ძაღლმა, აუარებელი სიმდიდრის
დაუფლებამ დიდი იოსები
წამიერად გარდაქმნა, რადგან
საგნები გაბატონდნენ მასზე.
მოძებნეთ ტექსტის მთავარი სათქმელი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
ტექსტი 4
მოუცლელობის
გამო გულმოდგინედ თვალს
ვერ ვადევნებ გაზეტებს,
მაგრამ იმ ხანებში
გაფაციებით ვკითხულობდი უეცარი
შემთხვევების ქრონიკას, მუშგლეხინის
ფურცელს მუშათა ყოფა–ცხოვრების
ამბებს, ვინძლო თვალი
მოვკრა რაიმე ცნობას,
რომელიც მცირეოდენ შუქს მოჰფენს სოლოლსკიდან
გადაკარგულ დიდი იოსების
ცხოვრებას.
თუ სადმე
შევხვდი, გამბედაობას თავს
მოვუყრი, უთუოდ მივალ
და ვეტყვი: დიდო
იოსებ, მე არ მომწონს
შენი საეჭვო მისვლა–მოსვლა
იმ საეჭვო სტუდენტთან.
დიდო იოსებ,
მე არ მომწონს
შენი ტყავის ჩემოდანი.
თავი დაანებე,
დიდო იოსებ, საკუთარ
სახლზე ოცნებას, რადგან
ჯერაც არ აგებულა ამ მიწაზე
ისეთი სახლი, ადამიანის
ოცნებად რომ ღირდეს,
ჯერაც არ აშენებულა
ამ მიწაზე ისეთი
სახლი, ერთხელაც არ
დაინგრეს.
მეწყერი
და მიწისძვრა, დრო
და სიმხურვალე, წვიმა
და გრიგალი უფრო
მაგარი ყოფილა თურმე,
ვიდრე ყოველი ჯიშის
გრანიტი და კაჟი.
დროის
ფოლადის კბილებმა დაღეჭა
ბოლნისის სიონი, ვარძია,
ატენი. თვით სვეტიცხოველიც
შეარყია მიწისძვრამ და
საუკუნეთა უწყალო გრიგალმა.
რადგან
ყველაზე მკვირდი სახლი
ამქვეყნად ის არის, რომელსაც
ოცნებაში აგებს კაცი,დიდო
იოსებ!
მოძებნეთ ტექსტის მთავარი სათქმელი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
დიდი იოსები
(როგორი?)
|
აქტივობა 3
მასწავლებელი
მოსწავლეებს აჩვენებს გაკვეთილის
თემიდან საჭიროებებიდან გამომდინარე მოძიებულ
მედია მასალას:
საზოგადოებრივ–რელიგიური ინტეტნეტჟურნალ „ამბიონის“ სტატია:
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ
წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11
არმიას ქართული ჯარი,
სახალხო გვარდია და
მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და
ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი
წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ
ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი
ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ
კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო
მაყაშვილიც დაიღუპა. ის
ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
23 თებერვალს კოჯრისა და
ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
1921 წლის 25 თებერვალს კი
საბჭოთა რუსეთის მე-11
წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ
გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და
აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო
იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და
ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.
კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი
პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ,
სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი
(აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და
რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და
გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი
გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.
ასევე მასალებს:
მასალების
ნახვის პარალელურად მოსწავლეების
რვეულებში ინიშნავენ მათთვის
მნიშვნელოვან ინფორმაციას,რომელსაც
შემდეგ გამოიყენებენ მინი–დისკუსიაზე.
აქტივობა 4
მოსწავლეები მართავენ მინი–დისკუსიას. საუბრობენ ოკუპაციაზე
და მის სიმძიმეზე,
ომში დაღუპულ იუნკრებზე.
ავლებენ პარალელებს მიწოდებულ
მედიამასალასა და შესწავლილ
მოთხრობას შორის.აღნიშნავენ,
თუ რომელი ფაქტები დაინახეს მოთხრობაში
ისეთი,რაც მედიამასალებში
ნახეს და გაიგეს.
რამდენად ეხმიანება რეალობას
შესწავლილი მოთხრობა. იოსები,
მაშინდელი საქართველოს ყველაზე
ღარიბი ფენის წარმომადგენელი,
არის თუ არა ისტორიული
მოვლენის მსხვერპლი? სვამენ
კითხვებს და შემდეს
საუბარში ცდილობენ თვითონვე მოიძიონ ამ
კითხვებზე პასუხები. იკვლევენ: სად წავიდნენ
ემიგრანტები? რა ბედი ეწიათ
მათ? რამდენად რეალურია დიდი იოსების
პერსონაჟი? ჰქონდა თუ
არა მაშინდელ საქართველოს
მთავრობას ალტერნატივა?
აქტივობა 5
გაკვეთილის დასასრულს კი
შეავსებენ სქემას:
3 რამ,რაც გავიგე:
1––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2 რამ, რაც ბუნდივანია:
1––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1 რამ,რაზეც მეტი მინდა ვიცოდე:
1––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
აქტივობა 6
საშინაო დავალება :
მოსწავლეებს დასაწერად მიეცათ
ესე: „ იოსები–ტრაგიკული გმირი თუ ისტორიული ქარტეხილის მსხვერპლი“
გამოყენებული რესურსები:
http://www.ambioni.ge/25-tebervali-sabwota-okupaciis-dre
https://www.youtube.com/watch?v=VKlFrF1KyMQ
ხატია თეთრაძე
ქობულეთის მუნიც. სოფ. ჭახათის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"
ხატია თეთრაძე
ქობულეთის მუნიც. სოფ. ჭახათის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"
Комментариев нет:
Отправить комментарий