6 мая 2017 г.

"ცოდნის ტრანსფერი ფიზიკაში" - ირმა თოდიძე

   
   "მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვადასხვაგვარ , განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება".  . უზნაძე.
      რას ნიშნავს სიტყვა ტრანსფერი?ტრანსფერი არის ერთ კონტექსტში ნასწავლის ახალ კონტექსტში გამოყენების და გადატანის უნარი.
      მოსწავლე სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენებას ცდილობს და გამოიყენებს კიდეც ყოფაცხოვრებაში. დღევანდელი სკოლის ამოცანაა აღზარდოს პიროვნება, რომელსაც მიღებული ცოდნის შედეგად,  შეძენილი ექნება გარკვეული უნარ-ჩვევბი, რომელსაც გამოიყენებს ცხოვრებაში  და  წარმატებულად შეძლებს ადაპტირებას საზოგადოებაში. სკოლაში მიღებული ცოდნის შედეგად მას უნდა ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულებები, რაც მიიღწევა სწავლა-სწავლების სწორი მიმართულებით წარმართვისას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების
ფორმირებაში არა მარტო სწორად შედგენილ .., არა  მარტო სწორად დაგეგმილ საგაკვეთილო პროცესებს, არამედ მიღებული ცოდნის სწორი მიმართულებით გამოყენებას, გადატანას მსგავს სიტუაციაში.
      ტრანსფერის უნარების გაზომვა ძალზე მნიშვნელოვანია სწავლისა და სწავლების ხარისხის შეფასებაში. უკეთესია ადამიანისფართო  განათლება“, ვიდრე მისი ტრენინგი კონკრეტული ამოცანების ამოხსნაში.
        მასწავლებელი ეხმარება  მოსწავლეს   ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს  სხვა სფეროებში. ტრანსფერის  განხორციელება  არ  არის  რთული. საჭიროა   მასწავლებელმა  გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა  ყურადღება  გაამახვილოს  სხვა  სფეროებში  არსებულ  ანალოგიურ  თემებზე, მოვლენებზე.  დააკავშიროს გადაცემული ცოდნა პრაქტიკულ მაგალითებთან.
      ამისათვის კი  საჭიროა მასწავლებელი იყოს კომპეტენტური. კომპეტენტურობის განვითარებაში გადამწყვეტია მიზანმიმართული პრაქტიკა, რომლის დროსაც მოსწავლეს აქვს მოტივაცია სწავლისადმი და არა უბრალოდ დავალების შესრულებისადმი.
      ტრანსფერის როლი მოსწავლის სწავლების პროცესში უდიდესია ყველა საგანში, მითუმეტეს ეს ეხება საბუნებისმეტყველო საგნებს. კერძოდ, ფიზიკას. ფიზიკა არის არა მარტო საბუნებისმეტყველო მეცნიერება, არამედ ,,მინი ცხოვრება’’. შევეცდები დავასაბუთო. ...ნებისმიერი მოვლენა თუ ფაქტი, რასაც ფიზიკა შეისწავლის, არის არა აბსტრაქტული, არამედ ცხოვრებისეული.. უზნაძისაზრით, აზროვნებას  ახასიათებს  ტრანსპოზიციის  ან გადატანის  უნარი. მას  შემდეგ, რაც  მოსწავლე  გადაჭრის  ამოცანას, მას  უკვე  აღარ  უჭირს ანალოგიური  ამოცანის   გადაჭრა: «აზროვნებას  ერთხელ   გადაჭრილი  ამოცანის  ხერხი ანალოგიურ  ახალ  ამოცანაზე  გადააქვს».
       მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს , რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება  სხვადასხვა  შინაარსობრივ  კონტექსტში  გადაიტანოს   და გამოიყენოს. აგრეთვე აუცილებელია საგანთაშირისი კავშირების დამყარებაც.
  ტრანსფერის დანიშნულებაა:
ü  ახალი ცოდნის ინფორმაციის მიღება.
ü  ცოდნის ტრანსფორმაცია,როდესაც მოსწავლე ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გარდაქმნის არსებულ ცოდნას და იყენებს მას ახალი ამოცანების ამოსახსნელად.
ü  შემოწმების პროცესი, როდესაც მოსწავლე ამოწმებს გამოტანილ დასკვნებს.
      ამ   მიზნით მრავალ აქტივობას თუ მეთოდს ვიყენებ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დიდ ყურადებას ვუთმობ გაკვეთილებზე ისეთი სააზროვნო უნარის განვითარებას, როგორიცაა ტრანსფერი. ცოდნის ტრანსფერის ძირითადად ორი მიმართულებით განვითარებაზე ვმუშაობ. ესენია: შიდა საგნობრივი ტრანსფერი და საგანთაშორისი . შიდასაგნობრივი ტრანსფერის განვითარებას მოსწავლეებში ხელს ვუწყობ სხვადასხვა აქტივობებითტრანსფერი არის არა მარტო ერთ სიტუაციაში ნასწავლის სხვა სიტიაციაში გამოყენება, არამედ, ჩემი აზრით,  მასწავლებელის მიერ ისეთი მეთოდის გამოყენება, სადაც  უკვე  ახსნის  პროცესშიც  ტრანსფერი  ხორციელდება . ავხსნი რისი თქმა მსურს ამით. (სურათი).
   ამის მაგალითი ჩემ პრაქტიკაში არის სხვადასხვა სახის პროექტები. მაგ: უსაფრთხოების წესების დაცვა ფიზიკაში“, ინტელექტუალური თამაშები; „რა?, სად? როდის?“, ანალოგიებით სწავლება, და მრავალი სხვა.
    განვიხილავ ერთ კონკრეტულ მაგალითსმეთერთნმეტე კლასში მქონდა ასახსნელი ასეთი თემა  „ელექრული ენერგიის მიღება -გენერატორი“. არ მქონდა იმის საშუალება, რომ მოსწავლეები ჰესის სანახავად წამეყვანა... მომივიდა იდეა, ისეთნაირად ამეხსნა გაკვეთილი, რომ მოსწავლეებს საკუთარი დაკვირვებისა და ანალოგიის მეთოდების გამოყენებით მოეხდინათ მასალის გაგება-გააზრება და სწორი დასკვნების გამოტანა. ამისათვის არცმეტი არც ნაკლები მოსწავლეები წავიყვანე...სოფელში სკოლასთან ახლოს მდებარე წყლის წისქვილში. .. (წყალსაცავში მყოფი წყლის პოტენციური ენერგია ავხსენით წისქვილის ღარში დაგროვილი წყლის პოტენციური ენერგიის ანალოგიით, ვარდნილი წყლის კინეტიკური ენერგია ჰესის კაშხლიდან ვარდნილი წყლის კინეტიკური ენერგიით, ხოლო სტატორისა და როტორის როლი (ეს ელექტრული დენის გენერატოის შემადგენელი ძირითადი ნაწილებია) შესაბამისად დავაკავშირეთ  ...............წისქვილის ქვის ბრუნვასთან . ამ გასვლით გაკვეთილზე მოსწავლეებში მოხდა არა მარტო ბლუმის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა, არამედ ორმაგად  ცოდნის ტრანსფერი.
      ცოდნის ტრანსფერის ერთ ერთი კარგი მაგალითია: ინტეგრირებული გაკვეთილები, რომელსაც ხშირად ვგეგმავ და ვატარებ კოლეგებთან ერთად. მაგ. ბიოლოგიასთანადამიანის გული-ძრავა“, „თვალი-ოპტიკური სისტემა“,(ამ გაკვეთილის შემდეგმოსწავლეებმა იციან როდისაა მხედველობა „ – „ ხოლო როდისაა „ + „.) . მათემატიკასთან, ქიმიასთან, ისტორიასთან მაგ: „პირამიდები და სხეულთა წონასწორობა“. ეს იმითაც იყო საინტერესო, რომ მოსწავლეები ერთი კვირა ფიქრობდნენ  რა უნდა ჰქონოდათ  საერთო ფიზიკას და ისტორიას. მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნები,  რომლებიც დაეხმარათ ისეთი პრობლემური საკითხის  დადგენაში, თუ როდის წაიქცევა პიზის კოშკი? რა არის მიზეზი? როგორ უნდა აიგოს შენობა რომ მყარი იყოს და საუკუნეებს გაუძლოს. ყველა ამ კითხვაზე ჩემმა მოსწავლეებმა პასუხი იციან, რაც აუცილებლად გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
           ჩემი აზრით, გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ნაკლები ეფექტი აქვს,  თუ არ ხდება მისი ტრანსფორმაცია, გადატანა სხვა სიტუაციაში. ამისათვის კი აუცილებელი არსებული ცოდნის მიზანმიმრთულად  დინამიკაში  მოყვანა.. ამ გაკვეთილით მოსწავლემ არა  მარტო შეიძინა ცოდნა (მაგ. ახალი ინფორმაციის, ფორმულების სახით), არამედ ის მოსწავლეს ცოდნის გამოყნების , რეალიზებისაკენ უბიძგებს. და ბოლოს მოსწავლე ღებულობს ფუნქციურ ანუ ტრანსფერულ ცოდნასრომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს , თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში, . მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი. ეს იყო ერთი სახის ტრანსფერი. სწავლის პროცესში ვიყენებთ მეორე სახის ტრანსფერს, როდესაც  ხდება შესასწავლი მასალის ღრმად გაგება. ამის განხორციელება შესაძლებელია  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. მაგ. პროექტებიმაგ. პროექტიგზა და გადაადგილება“. ამ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა არა მარტო გამოიტანეს დასკვნები ფიზიკაში შესწავლილი საკითხების ირგვლივ, არამედ დააკავშირეს ეს საკითხი მათემათიკასთან, გზების მშენებლობასთან, (ტრანსფერი ყოფა-ცხოვრებაში).  გამოიტანეს დასკვნები თუ რატომ არის საჭირო საბაგიროების მშენებლობა და ასე შემდეგ. შეადგინეს რუკები ( ტრანსფერი გეოგრაფიაში,) , გადაზომეს სწრად მანძილები ნაბიჯებით და მანქანის სპიდომეტრით ააგეს უმოკლესი მანძილები, შეკრიბეს ვექტირები(ტრანსფერი მათემათიკაში,).. ტრანსფერი ინფრასტრუქტურაში, ტრანსფერი მშენებლობაში.
მაგ: ძალის მომენტის ფორმულა დავიმახსოვრეთ ხელის გამოყენებით:  M=FxD. M  მომენტი = F  (მუშტი)x  D(ხელის სიგრძე ნუ მხარი). ეს იოლად ისწავლეს. არავერბალური მინიშნებები ასევე მეხმარება  მათემატიკური მოქმედებები წილადზე გამოყენების დროს.   საბოლოოდ  შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა:
ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები:
  •      ცოდნარომლის ტრანსფერიც ხდება უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი.
  •      სწავლის პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა სიტუაციაში.
  •     სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპი.


ირმა თოდიძე
ჩოხატაურის მუნიც. სოფ. ქვაბღის საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"


Комментариев нет:

Отправить комментарий