22 декабря 2015 г.

"რატომ არიან უმცირესობაში მამაკაცი მასწავლებლები სკოლაში?" - ეკატერინე მანაგაძე

    ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მახსოვს: პედაგოგების დიდ ნაწილს ქალბატონები შეადგენდნენ. უმცირესობაში მყოფი მამაკაცები ფიზკულტურას ასწავლიდნენ ან ტექნიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ბავშვობიდან მქონდა კითხვა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზეზი. ეს საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა პრობლემა არა მარტო საქართველოს სინამდვილეს ეხება, თუკი მსოფლიო სკოლების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, აშკარად შესამჩნევია, რომ ქალები უდავოდ ლიდერობენ.
    პრობლემის მთავარი მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია. ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლობა დიდად დაფასებული პროფესია არაა. გასამრჯელო

20 декабря 2015 г.

"ნეიროპლასტიური შეზღუდვების გავლენა ბავშვზე" - ნინო ჭიჭინაძე

   ტერმინი ნეიროპლასტიურობა, ნეირობიოლოგიის კონტექსტში, იტალიელმა ფსიქიატრმა . ლუგანომ შემოიტანა 1906 წელს, ხოლო თავის ტვინის  სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შემდეგ მამოძრავებელი ფუნქციის აღდგენის მოდელი, პირველად, 1951 წელს იქნა აღწერილი. პლასტიურობა  ადამიანის ტვინის განუყოფელი თვისებაარომელიც ნერვულ სისტემას შესაძლებლობას აძლევს გაექცეს შეზღუდვებს და ამით მოერგოს გარემოს ზეწოლას თუ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. ეს გულისხმობს თავის ტვინის დაზიანების ზეგავლენის შემსუბუქებას. ტვინის დაუზიანებელი ნაწილი პასუხისმგებლობას იღებს იმ ფუნქციებზე, რასაც დაზიანებამდე სხვა უბნები ასრულებენ.

29 ноября 2015 г.

"კონფლიქტის ესკალაციის ეტაპები ფრიდრიხ გლასლის მიხედვით"- დავით ჩივაძე

კონფლიქტები საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრების განუყრელი ნაწილია.  ეს არის წინააღმდეგობის გამოხატულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომელნიც, პრობლემის გადასაჭრელად, ურთიერთობის მწვავე ფორმებს მიმართავენ.  კონფლიქტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი ხანგრძლივობით, სიღრმით, სიმძაფრით. პროცესს თავისი აღმავლობისა და დაღმასვლის პერიოდები აქვს. აღმავლობის ანუ ესკალაციის პერიოდში მონაწილე სუბიექტებს შორის წინააღმდეგობა იზრდება და თავის კულმინაციას აღწევსსოციოლოგები კონფლიქტის ესკალაციის ეტაპებს სხვადასხვაგვარად ხსნიან. ცნობილი ავსტრიელი მკვლევარი ფრიდრიხ გლასლი (დაიბ.1941) გვთავაზობს მოდელს, რომლის მიხედვით, კონფლიქტის ესკალაციის პროცესში ცხრა მნიშვნელოვან ეტაპს გამოყოფს: