ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მახსოვს: პედაგოგების დიდ ნაწილს ქალბატონები შეადგენდნენ. უმცირესობაში მყოფი მამაკაცები ფიზკულტურას ასწავლიდნენ ან ტექნიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ბავშვობიდან მქონდა კითხვა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზეზი. ეს საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა პრობლემა არა მარტო საქართველოს სინამდვილეს ეხება, თუკი მსოფლიო სკოლების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, აშკარად შესამჩნევია, რომ ქალები უდავოდ ლიდერობენ.
პრობლემის მთავარი მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია. ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლობა დიდად დაფასებული პროფესია არაა. გასამრჯელო
იმდენად მცირედია, რომ ბევრს არ უღირს „სკოლის ფერხულში ჩაბმა“ და მომავალი თაობების აღზრდა. ოჯახის მარჩენალი მამაკაცი სკოლის ხელფასით ბევრს ვერაფერს გააკეთებს.
დასავლეთში პედაგოგის სახელფასო ანაზღაურება, ჩვენს სინამდვილესთან შედარებით ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა სკოლაში მამრობითი სქესის წარმომადგენლების სიმცირე არც ევროპული საზოგადოებისთვისაა უცხო. ნილ ლინდონი, ინგლისელი ანალიტიკოსი და ჟურნალისტი მიუთითებს ამ მოვლენის მახასიათებლებზე:
რადიკალი ფემინისტები შემდეგნაირ ახსნას გვთავაზობენ: მამაკაცი აგრესიულია თავისი ბუნებით, ნაკლებად აქვს ძმობის, მზრუნველობის, ურთიერთგაგების შეგრძნება, რაც ქალებისთვისაა დამახასიათებელი, შესაბამისად სკოლის საზოგადოებაც არ არის მათთვის მიმზიდველი. შინაგანი ეგო ხელს უშლით იმაში, რომ ეს პროფესია შეისისხლხორცონ. გარდა ამისა, მათ არ სურთ გახდნენ გახდნენ იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომელიც ნაკლებ პატივისცემას და სოციალურ კუთვნილებას მოუტანთ.
ფემინისტური ხედვაა არ გამოდგება იმის დასტურად, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ იყვნენ აქტიური მასწავლებლები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ისეთი პროექტების შემუშავებაზე, რომელიც მამაკაც მასწავლებლებს უფრო მეტად ჩართავს სასკოლო ცხოვრებაში და აამაღლებს მათ მოტივაციას.
ნებისმიერი სფეროს წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჰყავს პროფესიონალი კადრები. მამაკაცებს, ხშირ შემთხვევაში, აქტიური პროფესიები იზიდავთ, სადაც შესაძლებელია კარიერის გაკეთება და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდა. მათ შეუძლიათ იშოვონ უფრო მეტი ფული სკოლის გარეთ, მაშინ როცა ქალები ეგუებიან სკოლაში არსებულ ანაზღაურებას. ჩვენს სინამდვილეში, ქალბატონებისათვის დროის გრაფიკიც ხელსაყრელია, რაკი შესაძლებლობა ეძლევათ მეტი დრო დაუთმონ საკუთარ ოჯახებს.

- დაწყებით სკოლაში დედები უფრო აქტიურობენ, ვიდრე მამები.
- სასკოლო ცხოვრებაში, სასწავლო პროცესის წარმმართველი პირები მეტწილად ქალები არინ, მამაკაცთა რიცხვი უმნიშვნელოა.
- ქალები უფრო მეტად არიან ჩართულნი შვილების აღმზრდელობით პროცესში
რადიკალი ფემინისტები შემდეგნაირ ახსნას გვთავაზობენ: მამაკაცი აგრესიულია თავისი ბუნებით, ნაკლებად აქვს ძმობის, მზრუნველობის, ურთიერთგაგების შეგრძნება, რაც ქალებისთვისაა დამახასიათებელი, შესაბამისად სკოლის საზოგადოებაც არ არის მათთვის მიმზიდველი. შინაგანი ეგო ხელს უშლით იმაში, რომ ეს პროფესია შეისისხლხორცონ. გარდა ამისა, მათ არ სურთ გახდნენ გახდნენ იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომელიც ნაკლებ პატივისცემას და სოციალურ კუთვნილებას მოუტანთ.
ფემინისტური ხედვაა არ გამოდგება იმის დასტურად, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ იყვნენ აქტიური მასწავლებლები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ისეთი პროექტების შემუშავებაზე, რომელიც მამაკაც მასწავლებლებს უფრო მეტად ჩართავს სასკოლო ცხოვრებაში და აამაღლებს მათ მოტივაციას.
ნებისმიერი სფეროს წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჰყავს პროფესიონალი კადრები. მამაკაცებს, ხშირ შემთხვევაში, აქტიური პროფესიები იზიდავთ, სადაც შესაძლებელია კარიერის გაკეთება და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდა. მათ შეუძლიათ იშოვონ უფრო მეტი ფული სკოლის გარეთ, მაშინ როცა ქალები ეგუებიან სკოლაში არსებულ ანაზღაურებას. ჩვენს სინამდვილეში, ქალბატონებისათვის დროის გრაფიკიც ხელსაყრელია, რაკი შესაძლებლობა ეძლევათ მეტი დრო დაუთმონ საკუთარ ოჯახებს.
მეც მქონდა იმის პატივი, ვყოფილიყავი მასწავლებელი, თანაც რეგიონში. შესანიშნავი შეგრძნებაა, ორმაგად შემართული ხარ, რაკი იცი რომ, სადღაც შორს, მოსწავლეებს სჭირდები. ჩემს სკოლაში საკმაოდ ბევრი მამაკაცი მასწავლებელი იყო. ამ ფაქტს ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა, მათი ინტელექტი ბევრს აძლევდა მოსწავლეებს, ბიჭები იოლად ნახულობდნენ საერთო ენას და მარტივად საუბრობდნენ ისეთ თემებზეც რომელზეც ქალ პედაგოგთან ვერ ისაუბრებენ. ეს გარკვეულწილად სოციალური ურთიერთობების განვითარებასაც უწყობდა ხელს. მახარებდა ის ფაქტიც, რომ ჩემს პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ ბევრი მამაკაცი იყო დასაქმებული და დღესაც არიან. ისინი მოწყვეტილნი არიან ოჯახებს და ცდილობენ ჯანსაღი მომავალი თაობა აღზარდონ. მიმაჩნია, რომ თუ სოციალური პირობები გაუმჯობესდება და პედაგოგის პროფესია დაფასდება, ბევრი მამაკაცი მასწავლებელი გვეყოლება და პედაგოგიური კადრების დეფიციტიც აღარ იქნება რეგიონებში, ისევე როგორც დღესაა.
გამოყენებული მასალები
- Lyndon Neil. 2015. Why aren’t we doing more to encourage men to be primary school teachers? The Telegraph. http://www.telegraph.co.uk/men/thinking-man/11668169/Why-arent-we-doing-more-to-encourage-men-to-be-primary-school-teachers.html (20.12.2015)
- Rich Motoko. 2014. Why Don’t More Men Go Into Teaching? The New York Times. http://www.nytimes.com/2014/09/07/sunday-review/why-dont-more-men-go-into-teaching.html?_r=0 (20.12.2015)
ავტორი: ეკატერინე მანაგაძე
იუსტიციის სახლი. თბილისი
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" ყოფილი მონაწილე
Комментариев нет:
Отправить комментарий