29 ноября 2015 г.

"კონფლიქტის ესკალაციის ეტაპები ფრიდრიხ გლასლის მიხედვით"- დავით ჩივაძე

კონფლიქტები საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრების განუყრელი ნაწილია.  ეს არის წინააღმდეგობის გამოხატულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომელნიც, პრობლემის გადასაჭრელად, ურთიერთობის მწვავე ფორმებს მიმართავენ.  კონფლიქტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი ხანგრძლივობით, სიღრმით, სიმძაფრით. პროცესს თავისი აღმავლობისა და დაღმასვლის პერიოდები აქვს. აღმავლობის ანუ ესკალაციის პერიოდში მონაწილე სუბიექტებს შორის წინააღმდეგობა იზრდება და თავის კულმინაციას აღწევსსოციოლოგები კონფლიქტის ესკალაციის ეტაპებს სხვადასხვაგვარად ხსნიან. ცნობილი ავსტრიელი მკვლევარი ფრიდრიხ გლასლი (დაიბ.1941) გვთავაზობს მოდელს, რომლის მიხედვით, კონფლიქტის ესკალაციის პროცესში ცხრა მნიშვნელოვან ეტაპს გამოყოფს:
1 . დაძაბულობა. ესკალაციის პირველი ეტაპი სხვადასხვა მიზეზე გამო ჩნდება ეს შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეული საკითხის გარშემო, ურთიერთობებით იმედგაცრუება და სხვა. გადაუწყვეტელი პრობლემა იწვევს გაღიზიანებას. თუკი მცდელობების მიუხედავად, არსებული სირთულეების გადალახვა ვერ მოხერხდება, გაჩნდება დაპირისპირება და შესაძლებლობა, რომ პროცესი აღმავალ ფაზაში გადავიდეს. სუბიექტები  განსაზღვრული საკითხის გადაჭრის პროცესში წინ ვეღარ მიდიან , მათი ინტერესები და შეხედულებები პოზიციებად კრისტალდება, საპირისპირო მხარის პოზიცია კი მიუღებელი ხდებათითოეული მხარის , მისი თვალთახედვის გარშემო იწყება ჯგუფების ფორმირებამკვეთრი ხდება საზღვრები და აშკარა სუბიექტების დაყოფაჩემიანებადდა სხვისიანებადმხარეები ახდენენ სიტუაციის ინტერპრეტირებას, თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ და ინფორმაციასაც შესაბამის ჭრილში აღიქვამენ., ისინი მოწინააღმდეგის შესახებ ნებისმიერ ნეგატიურ ინფორმაციას უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებენ, ხოლო დადებითს კი საერთოდ უგულებელყოფენ. პოზიციებს შორის განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდებამხარეებს აქვთ საერთო მიზნებიამიტომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა უშედეგო მცდელობების შემდეგ , მონაწილე მხარეები კიდევ უფრო ხდებიან დამოკიდებულნი სიტუაციაზე, საიდანაც თავის დაღწევა უჭირთ. მხარეები ეჭვით უყურებენ მეგობრებს , რომლებიც კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ , ფიქრობენ რომ მათ გარკვეული ფარული მოტივი ამოძრავებთ და არა გულწრფელი სურვილი. ღია არგუმენტები ადგილს უთმობს მანიპულაციას და ტაქტიკურ მანევრებს. ეს უკვე ნიშნავს, რომ კონფლიქტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
   შეიძლება გამოვყოთ ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნები:

· განსხვავებული ინტერესები  ეჯახება ერთმანეთს.
· ოპონენტებს შორის დაძაბულობა შესამჩნევი ხდება.
· მხარეებს შორის თანამშრომლობის სურვილი აჭარბებს კონკურენციულ დამოკიდებულებას.
·   ჯგუფების შემადგენლობა დროებითია და ხშირად იცვლება.

2. პოლემიკა. კონფლიქტების ახალი ეტაპი სიტყვიერი პაექრობის ფორმითაა გამოხატული. მხარეები ეძებენ  ეფექტურ საშუალებებს  საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. პოლემიკის დროს  ისინი ცდილობენ წარმოჩნდნენ როგორც ძლიერნი, წარმატებულნი და არა შემგუებელნი და დამთმობნი. შეიძლება ვთქვათ,  რომ პროცესი საკუთარი ძლიერების დემონსტრირებაზეა ორიენტირებული და არა პრობლემის გადაწყვეტაზე. მთავარი ამოცანა საპირისპირო მხარეზე ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება და საკუთარი რეპუტაციის განმტკიცებაა. როდესაც რაციონალურ არგუმენტები საკმარისი აღარ არის , მხარეებიკვაზი-რაციონალურარგუმენტებს მიმართავენ. მაგ:
-ურთიერთბრალდებები, რათა თავი აარიდონ დანაშაულზე პასუხისმგებლობას
-მოწინააღმდეგის ქმედების აბსურდად წარმოჩენა, უარყოფითი შედეგების გაბერვა.
-ავტორიტეტულ ტრადიციებზე, ხედვებზე დაყრდნობა, რათა საკუთარ თვალთახედვას მეტი სიმყარე შესძინონ და .
 სიტყვიერი ურთიერთქმედების სიმძიმის ცენტრი რაციონალური არგუმენტაციიდან ემოციურ შეკითხვებზე ინაცვლებს. მხარეები უფრო ნაკლებად აცნობიერებენ, რომ სიტყვიერად გამოხატეს ის , რაც მხედველობაში ჰქონდათ და შესაბამისად, საკუთარ ნათქვამზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ . უნდობლობა ღრმავდება, სუბიექტები ცდილობენ უპირატესობა მეტოქის ხარჯზე მოიპოვონ, ერთის დაწინაურება, მეორესთვის დამამცირებელია და სწრაფად იწყებს რევანშისთვის მზადებას. სიტყვიერი პაექრობა დებატების ფორმას იღებს, ორივე მხარე მზად არის მიმართოს წინააღმდეგობის აგრესიულ  ფორმებს , რათა სუსტი არ გამოჩნდეს. მიუხედავად ამისა, მხარებს ჯერ კიდევ აქვთ საერთო ინტერესები, შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი ტანამშრომლობასა და კონკურენციას შორის მერყეობენ.
 უნდობლობის ზრდა დაუცველობის და უკონტროლობის გრძნობას აჩენს. კომპენსირებისათვის, მხარეები გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობენ თვითშეფასებას, ხაზს უსვამენ რომ მათი პოზიცია ძლიერი და სამართლიანია. აგრესიის გამოვლინება სწორედ გადაჭარბებული თვითშეფასების შედეგია, მისი მიზანი მოწინააღმდეგეზე ზემოქმედების მოხდენაა.
 დაძაბულობამ , ხშირად მცირე აფეთქების ფორმაც შეიძლება მიიღოს, ასეთი აქტები სარქველის გახსნას და ორთქლის გამოშვებას მიაგავს, თუმცა პრობლემის გადაწყვეტამდე , რასაკვირველია, ვერ მიგვიყვანს. განსაზღვრულ ეტაპზე, რომელიმე მხარე უკვე აცნობიერებს, რომ შემდგომი საუბარი უსარგებლოა - დგება მოქმედების ჯერი.
  ამ ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

· დაპირისპირება დებატებში ხდება გამოხატული.
· ორივე მხარე თვლის რომ რაციონალურია, თუმცა ხანდახან ჩნდება სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.
· მხარეთა გარშემო ჩნდება გარკვეული ბანაკები, რომელთა შემადგენლობაც ხშირად იცვლება.

3. მოქმედება, სიტყვების ნაცვლად. კონფლიქტის შემდგომ ეტაპზე . მთელი ყურადღება მოქმედებაზე გადადის. თითოეული მათგანი საპირისპირო მხარეში მხოლოდ კონკურენტს ხედავს, თანამშრომლობის სურვილი ქრება. მთავრი მიზანი მოწინააღმდეგის ბლოკირება , რათა არ შეძლოს საკუთარი მიზნების და ინტერესების რეალიზაცია. კონკურენტები მიისწრაფვიან, თანასწორი ურთიერთდამოკიდებულება ურთიერთმიმართების ისეთი ფორმით შეცვალონ, სადაც ერთი მხარის დომინირება აშკარა იქნება. მხარები ცდილობენ მოწინააღმდეგე  აიძულონ რაიმე დათმობაზე წავიდეს, თუმცა თავად არ არიან კომპრომისისთვის მზად. რაკი უნდობლობა დიდია, სიტყვებიც კარგავენ მნიშვნელობას, დომინირებს არავერბალური კომუნიკაცია, ეს კი უფრო აჩქარებს კონფლიქტის ესკალაციის პროცესს.
 რაკი ურთიერთობის ვერბალური ფორმები ქრება, მხარები მეტად ხდებიან დამოკიდებულნი სხვისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე. მოვლენების ინტერპრეტაცია უფრო ფართო მასშტაბებს იძენს, ხდება სტერეოტიპების შექმნა. მხარეთა ფანტაზიები მოწინააღმდეგის ფარულ მოტივებსა და სტრატეგიებზე შეიძლება უკონტროლოდ განვითარდეს. ძლიერი უარყოფითი ემოციები ახშობს ვერბალური ურთიერთობების სურვილს. მხარეები საკუთარ თავს გარემოებათა მსხვერპლად განიხილავენ, შესაბამისად ნაკლებად იღებენ პასუხისმგებლობას პროცესების მიმდინარეობაზე. ისინი თვლიან რომ მათი ნაბიჯები არის ადეკვატური პასუხი მოწინააღმდეგის ქმედებებზე. სუბიექტები იწყებენ თავდასხმას მოწინააღმდეგეების სოციალურ რეპუტაციაზე, მის საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და პოზიციებზე. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გადადის ახალ ფაზაში.
   შეიძლება გამოვყოთ ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნები:

·  ორივე მხარე იწყებს მცდელობას თავისი უპირატესობა პრაქტიკით დაამტკიცოს
· კონფლიქტის მონაწილე მხარეებს აქვთ მოქმედების შიში და პესიმისტური მოლოდინები


4. კოალიციების შექმნა. ახალი ეტაპის მთავარი პრობლემა საკუთარი რეპუტაციის დაცვაა. პროცესი აღარ არის ორიენტირებული უთანხმოების მოგვარებაზე, საკითხი შემდეგნაირად დგას: „გამარჯვება ან დამარცხება!“განვლილი ეტაპების მანძილზე მოწინააღმდეგეზე შექმნილი სტერეოტიპები ერთიანდება და ყალიბდება მეტოქის ფიქსირებული სახე, რომელიც დადებითისაკენ ნაკლებად იცვლება. კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგე ჯგუფის ნებისმიერ წევრს მიაწერენ მეტოქეზე არსებულ კოლექტიურ წარმოდგენებს. თითოეული მხარე საკუთარი პრიზმიდან განიხილავს პრობლემას, წარმოდგენების გათვალისწინებით. მოწინააღმდეგენი გააფთრებით ცდილობენ წარმოდგენილი სურათის უარყოფას და საკუთარი ინტერპრეტაციის აღიარებას. მხარეებს უკიდურესად უჭირთ ერთმანეთი დადებითი კონტექსტში მოიხსენიონ.
 სტერეოტიპები განმსაზღვრელ როლს თამაშობს. ორივე მხარე თვლის, რომ მისი საქციელი წარმოადგენს რეაქციას მოწინააღმდეგის ქმედებაზე ,შესაბამისად პასუხისმგებლობასაც არ გრძნობს. სუბიექტები  სულ უფრო ხდებიან ორიენტირებულნი მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენებაზე. ამ ეტაპზე მოქმედება უფრო გამოწვევას ჰგავს, ის შეიძლება გამოიხატოს ორაზროვანი კომენტარებით, ირონიით, სხეულის ენით. ტიპიურ სახეს შეიძლება ეწოდოს მოქმედებას სწრაფად მოჰყვება საპასუხო აქტი. კონფლიქტი კიდევ უფრო მწვავდება.
 შეიძლება გამოვყოთ ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნები:

· ორივე მხარე იწყებს მომხრეთა შემოკრებას,  გადაბირებას.
· ვრცელდება არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია
· ხდებამტრის ხატისშექმნა

5. სახის დაკარგვა.  სახე ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ როგორც , როგორც ადამიანთა ჯგუფის სოციალური სტატუსის აღმნიშვნელი.  კონფლიქტის მხარეები მოულოდნელადაღმოაჩენენნიღაბს მიღმა მოწინააღმდეგის უზნეო და ამორალურ სახეს. ჩნდება კონფლიქტის პროცესის ახლებური განმარტება. ორივე მხარეს უჩნდება შეგრძნება, რომ კონკურენტი თავიდანვე ამორალური მოტივებით ხელმძღვანელობდა. მისი კონსტრუქტიული ნაბიჯები კი მხოლოდ შირმას წარმოადგენდა, რეალური ზრახვების დასამალად; ახლა კი ორაზროვნება გაქრა, ყველაფერი ცხადია. შეფასებები, დამოკიდებულებები აღარ განიხილება არასრულფასოვნების პოზიციიდან, ორი მკაფიო თვალთახედვა ჩნდება:  ეშმაკის და ანგელოზის. საკუთრი მომხრეები კეთილი ძალად განიხილებიან, მოწინააღმდეგეები არაადამიანებად და მხეცებად.
 დამოკიდებულებათა ცვლილება ზრდის ეჭვებსა და უარყოფით მოლოდინებს. კონსტრუქციული ნაბიჯები ფარისევლობად ჩანს, ხოლო ერთი უარყოფითი ინციდენტიც კი კონკურენტის უკეთურობის დასტურია. ძალიან რთულია ურთიერთნდობის მოპოვება. ნდობის მოპოვებისათვის საჭირო ჟესტი ხშირად დამამცირებლად ითვლება, რაკი კონსტრუქტიულობა გარკვეულ დათმობას გულისხმობს, დათმობა კისისუსტედაღიქმებასუბიექტების  იზოლაციის ხარისხი  იზრდება და კონფლიქტი მწვავდება.
 შეიძლება გამოვყოთ ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნები:

· მორალი მეორეხარისხოვანი ხდება.
· საპირისპირო მხარეზე უარყოფითი წარმოდგენა ჩნდება, მახინჯდება პიროვნული "მე“.
·  ჩნდება სიძულვილის გრძნობა.
·   მახინჯდება რეალობის აღქმა.

6. მუქარის სტრატეგიები. ამ ეტაპზე უკვე სხვა გზა აღარ ჩანს და მხარეები მიმართავენ მუქარის შემცველ მოქმედებებს, რათა მოწინააღმდეგე აიძულონ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.  დაგროვილი ბოღმა და იმედგაცრუება ერთბაშად იჩენს თავს.
არსებობს სამი ფაზა:
1. მხარეები მიმართავენ მუქარას, რათა აჩვენონ რომ დათმობას არ აპირებენ.
2. მუქარა უფრო კონკრეტული, ცალსახა და მკაფიო ხდება.
3. მუქარა ფორმულირდება ულტიმატუმად, რაც მოწინააღმდეგე მხარეს აიძულებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს.
მხარეები უფრო ხშირად კარგავენ კონტროლს მოქმედებაზე. სიტუაციის აღქმა წყდება რეალობას. მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნებია, შესაბამისად კონფლიქტიც ძნელად კონტროლირებადი ხდება.
 პროცესი უკვე პანიკის ნიშნებსაც შეიცავს. ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ძლიერი ეფექტი აქვს, აღიქმება მიმზიდველადმხარეები ცდილობენ დაარწმუნონ მოწინააღმდეგე, რომ მუქარა რეალურია. ეს სურვილი იმდენად დიდია, რომ სუბიექტები ხშირად საჯაროდ ახორციელებენ  მუქარას, რათა მოწინააღმდეგე და საზოგადოება მოქმედების სერიოზულობაში დაარწმუნონ. საწინააღმდეგო მხარე ამას აშკარა აგრესიის გამოვლინებად აღიქვამს და კონტრნაბიჯებისათვის მზადებას იწყებს. ალტერნატიული მოქმედების გამოყენების შესაძლებლობა კიდევ უფრო იზღუდება. ეტაპის ბოლო ჩნდება შესაძლებლობა, რომ მუქარამ რეალური სახე მიიღოს.
 ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

·  მხარეები მიმართავენ გადამწყვეტ მოქმედებებს.
· გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დრო მცირდება,  იზრდება პანიკური დაძაბულობა.
·  მხარეები უფრო ნაკლებად ეყრდნობიან საკუთარ თავს და სხვისი რჩევებით მოქმედებენ.
· კონფლიქტი უკვე შეიცავს ღია შეჯახების საფრთხეს

მცირე დესტრუქციული დარტყმები.  ამ ეტაპზე სრულდება უსაფრთხო ურთიერთობის პერიოდი. უკვე ორივე მხარე  დარწმუნებულია, რომ მეტოქემ შეიძლება მიმართოს გადამწყვეტ ზომებს. მოწინააღმდეგე მხარე განიხილება ბარიერად, რომელიც მიზანმიმართული ქმედებით უნდა იქნას თავიდან მოშორებული, ის ნამდვილი მტერია და ადამიანური ღირებულება არ გააჩნია. მთავარი საზრუნავი საკუთარი თავის გადარჩენაა. შეტევები ორიენტირებულია მტრისათვის ფიზიკური ზიანის მიყენებაზე. თავდასხმას საპასუხო ქმედება მოჰყვება, შეიძლება უფრო გამანადგურებელიც. მოწინააღმდეგის დანაკარგი მოგებად ითვლება, მიუხედავად იმისა მოუტანა თუ არა რაიმე სარგებელი საპირისპირო მხარეს. კონფლიქტის სუბიექტები მზად არიან წავიდნენ ზარალზე, ოღონდ მოწინააღმდეგემ უფრო დიდი მსხვერპლი ნახოს.
  მოქმედების მთავარი მოტივი ბრაზი და ბოღმაა, ძირითადი მიზანი -მოწინააღმდეგის ნეიტრალიზაცია და საკუთარი თავის გადარჩენა.  მხარეებს სურთ ხანგრძლივი დროით მოახდინონ მოწინააღმდეგის ბლოკირება. წინა ეტაპებზე არა მხოლოდ ულტიმატუმების წარდგენა იყო მნიშვნელოვანი,-ადრესატის პასუხს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ეტაპზე მხარეებისათვის მხოლოდ საკუთარი შეტყობინებების გამოხატვაა მთავარი, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება საპასუხო რეაქცია. კონფლიქტის მონაწილეებს ნაკლებად აწუხებთ, გარეგნულად როგორები გამოჩნდებიან. ეს უკვე ბრძოლაა, მხარეები იწყებენ მზადებას , რათა მოწინააღმდეგეს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენონ.
  ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

· მხარეები გადადიან ფიზიკური ზიანის მიყენებაზე, მეტოქე უკვე ნამდვილი მტერია.
· მხარეები მზად არიან წავიდნენ დანაკარგზე, ოღონდ მოწინააღმდეგეს უფრო დიდი ზიანი მიაყენონ
· მთავარია მოტივი ღვარძლია, მხარეები ზრუნავენ იმაზე, რომ მოწინააღმდეგეს გაუგზავნონ შეტყობინება, მიუხედავად იმისა, რა იქნება პასუხი.

8. მტრული ბანაკების დანაწევრება მხარეთა მოქმედებები ერთის მხრივ მიმართული ხდება მტრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების განადგურებისაკენ, მეორეს მხრივ კი კონკურენტ ბანაკში წინააღმდეგობათა გაღვივებისკენ. საფრთხე მოსალოდნელია, როგორც გარედან , ისე შიგნიდან, შესაბამისად სუბიქტებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, ერთის მხრივ მეტოქესთან საბრძოლველად, მეორეს მხრივ კი შინაგანი უთანხმოებების ჩასახშობად. იზრდება სტრესი, კოალიციები იშლებიან ფრაქციებად, რომლებსაც ერთმანეთთან ბრძოლა აქვთ გამართული. პროცესი სრულიად უმართავს ხდება. მთელი ძალისხმევა მოწინააღმდეგის განადგურებისაკენაა მიმართული. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება პროცესი შეაფერხოს, თვითგადარჩენაზე ზრუნვაა, თუმცა მალე ესეც მეორეხარისხოვანი ხდება.
ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

· მხარეები ფიქრობენ მოწინააღმდეგის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების განადგურებაზე.
·  ერთადერთი შეზღუდვა, საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვაა.

9. ერთად უფსკრულში. კონფლიქტის დასკვნით ეტაპზე მოწინააღმდეგის განადგურების სურვილი იმდენად მძაფრი ხდება, რომ  თვითგადარჩენის ინსტიქტი უკანა პლანზე ინაცვლებს. მტერი განადგურებულ უნდა იქნას თუნდაც თვითგანადგურების ფასად. უკევ მნიშვნელობა აღარ აქვს რა იქნება საზღაურიყველა უკან დასახევი ხიდი დამწვარია, ნეიტრალური მხარეები აღარ არსებობენ. კონფლიქტის სუბიექტები მზად არიან გადაიჩეხონ უფსკრულში, თუკი მოწინააღმდეგესაც თან გადაიყოლებენ.
 ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

·  მხარეები ვეღარ ხედავენ უკან დასახევ გზას, იწყება ტოტალური კონფრონტაცია.
·  მოქმედების მთავარი მოტივი მოწინააღმდეგის სრული განადგურებაა.
·   მხარეები მზად არიან საკუთარი განადგურების ფასად მიაყენონ ზიანი მოწინააღმდეგეს.

 ასე ხსნის კონფლიქტის ესკალაციის პროცესს ფრიდრიხ გლასლი. კონფლიქტის ნებისმიერი სუბიექტისათვის, უშუალო მონაწილე იქნება თუ მედიატორი, ესკალაციის  ბუნების ცოდნა მნიშვნელოვანია. ეს ერთის მხრივ დაგვეხმარება პრობლემის ეფექტურად გადაჭრაში, მეორეს მხრივ , დაგვაფიქრებს , კონფლიქტის შედეგებზე და საკუთარ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში.  





გამოყენებული მასალები:

Комментариев нет:

Отправить комментарий