20 декабря 2015 г.

"ნეიროპლასტიური შეზღუდვების გავლენა ბავშვზე" - ნინო ჭიჭინაძე

   ტერმინი ნეიროპლასტიურობა, ნეირობიოლოგიის კონტექსტში, იტალიელმა ფსიქიატრმა . ლუგანომ შემოიტანა 1906 წელს, ხოლო თავის ტვინის  სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შემდეგ მამოძრავებელი ფუნქციის აღდგენის მოდელი, პირველად, 1951 წელს იქნა აღწერილი. პლასტიურობა  ადამიანის ტვინის განუყოფელი თვისებაარომელიც ნერვულ სისტემას შესაძლებლობას აძლევს გაექცეს შეზღუდვებს და ამით მოერგოს გარემოს ზეწოლას თუ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. ეს გულისხმობს თავის ტვინის დაზიანების ზეგავლენის შემსუბუქებას. ტვინის დაუზიანებელი ნაწილი პასუხისმგებლობას იღებს იმ ფუნქციებზე, რასაც დაზიანებამდე სხვა უბნები ასრულებენ.

   თავის ტვინის პლასტიურობა ვლინდება როგორც ადრეული ასაკის, ასევე ზრდასრულთა ტვინის დაზიანებისას,  თუმცა  სხვასხვა  ხარისხით.   სიცოცხლის პირველ წლებში, თავის ტვინი მეტად პლასტიურია, რადგან ლატერალიზაციის პროცესი (ფუნქციების გადანაწილება ჰემოსფეროებს შორის), ბოლომდე არ არის  მისული. მას შეუძლია სხვადსხვა ფუნქციასთან დაკავშირებული ზონის აღდგენა. შესაბამისად, ის ზრდასრული ადამიანები, რომელთაც ტვინი ჩვილობის პერიოდში დაუზიანდათ, ადრეულ ბავშვობაში ნაკლებად ავლენენ კოგნიტური დაზიანების პრობლემებს, ვიდრე ის უფროსები, რომლებმაც უფრო გვიან მიიღეს თავის ტვინის დაზიანება. თუმცა ახალგაზრდა ტვინის პლასტიურობის ხარისხი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტოორებზე:
  •  დაზიანების მიღების ასაკი
  •  დაზიანების ადგილი და  ზონა
    იმ ბავშვების, ვინც დაბადებისას ან 6 თვის ასაკამდე მიიღო თავის ტვინის დაზიანება ადრეული სპაზმის, შეტევის, (ჰემორაგიული ინსულტის) და სხვა მიზეზის შედეგად, დაუქვეითდათ მეტყველებისა და სივრცული აღქმის უნარი. მოზარდობაში, განმეორებით შესწავლისას, ყველა ბავშვს აღენიშნა იგივე დაზიანების ადგილი.
  დაზიანების უბნის მიუხედავად, 3 წლის ასაკამდე, ყველა ბავშვს აღენიშნებოდა ჩამორჩენა მეტყველებაში, ხოლო 5 წლის ასაკიდან, ტვინის სხვა უბნები აქტიურდება, ისინი თავის თავზე იღებენ დაზიანებული უბნის ფუნქციებს და მეტყველების დარღვევაც ქრება.
   ადრეული დაზიანებისას მნიშვნელოვან დარტყმას იღებს სივრცის აღქმის უნარი. როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს  და მოზარდებს  სთხოვენ სივრცის დახატვას, მათ, რომლებსა მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანება აქვთ მიღებული არ შეუძლიათ დიაზინის მთლიანი ფორმით აღქმა;  მარცხენა ჰემოსფეროს დაზიანების მქონენი კი კარგად იხატავენ მთლიანად, მაგრამ ვერ ამჩნევენ დეტალებს. თუმცა ასაკთან ერთად ბავშვებს უუმჯობესდებათ ხატვის უნარი, რაც არ ხდება ტვინის დაზიანების მქონე ზრდასრულებში.
  ნათელია, რომ ტვინის ადრეული დაზიანების აღდგენა უფრო უკეთ აისახება მეტყველების უნარზე, ვიდრე სივრცის აღქმის უნარზე. ეს სწორედ ტვინის ლატერალიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული. სივრცის აღქმა დაბადებიდანვე უფრო ლატერალიზებული უნარია, ვიდრე მეტყველება
   დაზიანების მასშტაბურობა ბავშვთა მიერ შესრულებულ  ტესტებშიც აისახება. მკვლევარები აღიარებენ, რომ ტვინს ემართება ,,ხალხმრავლობის ეფექტი“: მრავალფეროვანი საქმიანობის შესრულება უწევს ტვინის მცირე უბანს, შესაბამისად სისხარტე და სიზუსტე იკლებს.
  პლასტიურობა ახასიათებს ზრდასრულ ტვინსაც, მიუხედავად იმისა რომ იგი უკვე ლატერალიზირებულია. მაგალითად, ინსულტგადატანილი ადამიანები აღიდგენენ მეტყველების და მოტორულ უნარებს. ტვინი განიცდის რეორგანიზაციას და აღდგება მისი ფუნქციები.
    ზრდასრულ ადამიანებში კარგი შედეგი აქვს ტვინის გავარჯიშებას, იგი ამ ეტაპზე გამოყოფს მეტ სინაფსს და იზრდება მისი უნარიანობა. მკვლევარები მუშაობენ, რათა დააზუსტონ ამ მეთოდის შედეგი და უფრო ეფექტურად გამოიყენონ იგი. თავის ტვინის  დაზიანებულ უბანზე, აღდგენის პროცესი, ყველაზე სწრაფად დაზიანებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, რეორგანიზაციის თითქმის 90% კი პირველი სამი თვის განმავლობაში მიიღწევა. აღდგენის პროცესის გაჩერება ნებისმიერ სტადიაზეა მოსალოდნელი. შედეგი შეიძლება იყოს სრული, ნაწილობრივი ან მინიმალური. მიჩნეულია თუ პირველი სამი კვირის განმავლობაში კიდურში მოძრაობა აღინიშნა, ან თუ ერთ სეგმენტში მოძრაობას არ მოყვა მოძრაობა მეორე სეგმენტში, მაშინ სრული აღდგენის შესახებ პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. თუ მოტორულ ფუნქციაში პირველი სამი კვირის განმავლობაში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნა, 70%- იანი შესაძლებლობაა ფუნქცია სრული ან მნიშვნელოვანი სახით აღდგეს.
  შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ასაკში, თავის ტვინის  დაზიანების უარყოფითი ზეგავლენა ნაკლებია, რადგან ახალგაზრდა ტვინი გამორჩეულად პლასტიურია. აღდგენის პროცესს ხელს უშლის ლატერალიზაცია. რაც უფრო ნაკლებადაა ლატერალიზებული ტვინი, მით უფრო ნაკლებად ტოვებს დაზიანება კვალს უნარების დაქვეითების თვალსაზრისით. თავის ტვინის დაზიანება დიდ ზეგავლენას იმ სააზროვნო უნარებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სწავლის პროცესში. შესაბამისად, ამ საკითხის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს  შედეგიანი სწავლისათვის



   გამოყენებული მასალები:
  1. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000011/disertacia.pdf
  2. https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/viewer?a=v&pid=sites&srcid=aWxpYXVuaS5lZHUuZ2V8aWxpYWJyYXJ5fGd4OjRjOGU3NzBmNWE4Zjc1NzM  
  3. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16022601 


     ავტორი: ნინო ჭიჭინაძე 
     მასწავლებელი სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში. თბილისი
     





Комментариев нет:

Отправить комментарий