სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს, ზოგიერთი მათგანი დღემდე პოულობს მხარდაჭერას, მაგალითად თეოლოგიური, პატრიარქალური, ფსიქოლოგიური, ძალმომრეობისა და
სხვა. ერთ-ერთ
გავრცელებულ მიდგომას წარმოადგენს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია. ამ
თეორიის მიხედვით , მას
შემდეგ,რაც ადამიანებმა თავი
დააღწიეს
„ბუნებრივ“
მდგომარეობას, - გაერთიანდნენ სახელმწიფოში, ნებაყოფლობითა და
ურთიერთთანხმობით დადებული „ხელშეკრულების“ საფუძველზე; მათ
საკუთარი ნებით გაასხვისეს თავისუფლების ნაწილი, რათა
დაცული ყოფილყო მათი
სიცოცხლის უსაფრთხოება და
საკუთრების უფლება.